1970 წელს, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს მისი ინიციატივით მოხდა აბორტების ლეგალიზება. სამართლებრივ რეგულაციას ვეილის კანონიც უწოდეს.
1979 წელს ვეილი ევროპარლამენტის პირველი არჩეული პრეზიდენტი გახდა.
სიმონა 1927 წელს, ნიცაში დაიბადა. მისი ოჯახი 1944 წელს გერმანელებმა დააპატიმრეს.
მისი მამა ძმა აღმოსავლეთ ევროპაში გადაასახელს, საიდანაც აღარ დაბრუნებულან.
თინეიჯერი სიმონა კი დედასთან და უფროს დასთან ერთად ჯერ ოსვენციმისა , შემდეგ ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. დედა მალევე გარდაიცვალა. მისი და დენისი საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა, რის გამოც დააპატიმრეს და რავესნბრუკის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.
ომს სამივე და გადაურჩა, თუმცა უფროსი და მადელინი, 1950 წელს ავტოავარიაში დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






