ჯული კუმარი, 7 წლის ინდოელი გოგონაა ფატეფურიდან. 4 წლის ასაკში ის მამის ეჭვიანობის მსხვერპლი გახდა.
ეჭვიანობის ნიადაგზე, მამამ ბავშვის დედას მჟავა შეასხა, რომელიც იქვე მყოფ გოგონას შეესხა. ჯულის სახე, კისერი, მკლავი და გულ-მკერდი დაეწვა.
უსახსრობის გამო, გოგონას დედამ შვილისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოახერხა.
„გამანადგურებელი იყო მისი ამ მდგომარეობაში ყურება. ის წუხდა ჭამისას, საუბრისას, სიცილისას. ყველა ქმედება მისთვის ბრძოლის ტოლფასი იყო. მე კი მისი დახმარება არ შემძლო“ - ამბობს გოგონას დედა, 31 წლის რანი დევი.

როგორც აღმოჩნდა, გოგონას მშობლები განქორწინებულები იყვნენ და რანის მეორე ქმარი ჰყავდა. 2013 წლის მაისში ჯულის მამა მათ სახლში მივიდა, მაშინ, როცა ყველას ეძინა და მჟავა გადაასხა. მჟავა პატარა ჯულისა და მის მამინაცვალს შეესხა. ბავშვის გადასარჩენად მამინაცვალმა საკუთარი ფერმა გაყიდა. მისი თქმით, თანხა მხოლოდ 9 დღიან მკურნალობას ეყო და გოგონა სახლში გაწერეს. ოპერაციებისთვის საჭირო სახსრები კი ოაჯახს არ გააჩნდა.
ჯულის მდგომარეობის შესახებ Chhanv Foundation-მა შეიტყო, რომელიც მჟავით დაზიანებული ადამიანების დახმარებაზე მუშაობს. ფონდმა გოგონას მკურნალობა საკუთარ თავზე აიღო.
ჯულის პირველი ოპერაცია სამი თვის წინ ჩაუტარდა. შედეგად, ის უკვე თავს ამოძრავებს.
გოგონა მეორე ოპერაციისთვის ემზადება, რომელიც მარცხენა თვალზე უნდა ჩაუტარადეს. შემდეგ კი წინ პლასტიკური ოპერაციები ელოდება.
ინდოეთში, მჟავის შესხმის ფაქტები, სამწუხაროდ, ხშირია. მამაკაცები, ქალების დასჯისას სწორედ ამ ხერხს მიმართავებ. ოფიციალურად ყოველწლიურად 1000-მდე შემთხვევა ფიქსირდება.


მასალის გამოყენების პირობები






