ქაშიბაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ თვის სტატისტიკის მიხედვით დამწვრობის ცენტრს 70-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 50% კი მამაკაცია. რაც შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. სამედიცინო ცენტრში, ყველაზე პატარა 14 წლის გოგონა იყო მოთავსებული ხოლო, ყველაზე ხანდაზმული 65 წლის ქალბატონი. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების მიხედვით ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობით არავის მიუმართავს.
„ამ თვის სტატისტიკის მიხედვით სულ 70-მა პაციენტმა მოგვმართა, აქედან 18-ს დასჭირდა სტაციონარში მოთავსება. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვქონია როგორც შარშან, რადგან შარშან იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტებს რეანიმაციაში გადაყვანა დაჭირდათ. რაც შეეხება სტატისტიკას, რუჯის მოყვარულებს შორის წელს მამაკაცები ჭარბობენ და პაციენტების 50 %-ია მოთავსებული ცენტრში და ფაქტობრივად გაუთანაბრდა მანდილოსნების რაოდენობას“- განაცხადა ქაშიბაძემ.
იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელი რუჯის მოყვარულებს კატეგორიულად აფრთხილებს, რომ გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემები და მოერიდონ მზეს 11:00 დან 17:00 საათამდე.
„ჩემი რეკომენდაცია რუჯის მოყვარულებმა გამოიყენონ მზიგან დამცავი კრემები, დამწვრობის საწინააღმდეგო ლოსიონი ან გელი. რატომღაც ყველას გონია, რომ ბუნებას მოვუგებთ და ერთ დღეში მივიღებთ მთელი კვირის რუჯს. ბუნებასთან ჭიდილი არ გამოვა ასე, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ 11:00 და 17:00 საათამდე მოვერიდოთ მზეზე ყოფნას და 5 წლამდე ბავშვებს ნუ გაიყვანთ დიდი ხნით მზის აბაზანების მისაღებად, როგორც ვიცით მათი კანი მგრძნობიერეა და მეტი სიფრთხილე გვმართებს“- განაცხადა ქაშიბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები