სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც პროტუგალიელი მეხანძრეები არიან ასახულნი, დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა ფოტოს უკან სრულიად განსხავებული რეალობა აღმოჩნდა.
ფოტო მაშინ გავრცელდა, როდესაც პორტუგალიაში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძოდნენ.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ მაშინ როდესაც მეხანძრეები სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ, მათ კოლეგებს უბრალოდ ეძინათ.
რეალურად კი:
პორტუგალიაში ტყის ხანძარმა ადამიანები იმსხვერპლა, გაანადგურდა 50 ათასი ჰექტარი ტყე.
ხანძრისგან თავის დაღწევისა და სხვების გადარჩენის მცდელობისას 64 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 254.
მასშტაბურ სტიქიას თითქმის 1 700 მეხანძრე და ჯარისკაცი ებრძოდა. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ხანძრის ჩაქრობას 6 დღე დასჭირდა. მეხანძრეები 24 საათის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარ, მათი ძალისხმევის შედეგი კი ფოტოზე აისახა.
როგორც აღმოჩნდა, ფოტოზე ასახული მეხანძრეების მორიგეობა ამოიწურა და მათ სახლში წასვლა დასვენება შეეძლოთ, თუმცა ისინი ასე არ მოქცეულან.
დანაყოფში დაბრუნდნენ სულ რაღაც ორი საათით. როგორც ჩანას, იმდენად დაღლილები და ენერგიაგმოცლილები იყვნენ, ლოგინამდე ვერ მიაღწიეს. ზოგს მინდორზე ეძინა, ზოგს ასფალტზე, შემდეგ კი ისევ კოლეგების დასახმარებულად დაბრუნდნენ.

ეს ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ხშირად სრულიად უცნობ ადამიანებს უსამართლოდ ვკიცხავთ. ვლანძღავთ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე გადაარჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები






