წამების კადრები პოლიციად გადაკეთებულ "კანონიერი ქურდის" სახლშია გადაღებული
საზოგადოება - 09:38, 19 Jun, 2013     32429


ამის შესახებ ექსკლუზიურად "ექსპრესნიუსი" წერს და აღნიშნავს, რომ დაანონსებული კადრების ნაწილი სააგენტოს რედაქტორმა თავად ნახა.
"ექსპრესნიუსის" მიხედვით, შემზარავ კადრებზე აღბეჭდილია 2007 წელს ქუთაისში კრიმინალური სამყაროს წევრების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდგომი პერიოდი, კერძოდ კი ადგილობრივი ე.წ. კანონიერი ქურდის გაიოზ ზვიადაძის, იგივე "გია კუატისსკის" სახლში მომხდარი წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის სცენები.

 

"გია კუტაისსკის" კერძო სახლი 2007 წლის ოქტომბერში ჩამოერთვა და მოგვიანებით იმდროინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სწორედ ამ სახლის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საცხოვრებელი პოლიციის განყოფილებად გადაკეთდებოდა და სწორედ აქ დაიკითხებოდნენ კრიმინალურ საქმიანობაში მხილებული პირები.

 

სააგენტო აღნიშნავს, რომ კადრებზე აღბეჭდილია მამაკაცებზე, სავარაუდოდ, კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ პირებზე სექსუალური ძალადობა, რომელიც ზემოთხსენებული სახლის ბილიარდის დარბაზში, ბილიარდის მაგიდაზე ხდებოდა და ძალადობის საგნებად კიი და რეზინის ხელჯოხი იყო გამოყენებული.

 

"ექსპრესნიუსის" ექსკლუზივში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ ფორმით ძალადობის შემდეგ კადრში ჩანან ძალადობის მსხვერპლი მამაკაცები, რომლებიც ობიექტივის წინ ამბობენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ პოლიციასთან, თუკი საიდუმლოდ დარჩება ის, რაც მოხდა.
სავარაუდოდ, ზემოთხსენებულ კადრებს დღეს შს მინისტრი დიპლომატებს წარუდგენს, მოგვიანებით კი მისი ნაწილის მედიით გავრცელებასაც არ გამორიცხავენ.

 

"ექსპრესნიუსი" წერს, რომ ფირი ზემოთხსენებული კადრებით სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებში იპოვეს, თუმცა, არაა მითითებული ამ ინფორმაციის წყარო.

 

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ვიდეომასალაში, რომლებსაც დღეს შს მინისტრი დიპლომატებს წარუდგენს, ქუთაისში მომხდარი წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი სცენების გარდა, ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ცნობილი პირის პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარულად გადაღებული კადრებიც შედის.

 

შენიშვნა: მასალაზე თანდართული ფოტო წარმოადგენს ილუსტრაციას და არ ასახავს სტატიაში აღწერილ ფაქტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42