საპარტნიორო ფონდის კუთვნილებაში არსებულ ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში არითმიების მართვის ცენტრი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:49, 30 Jun, 2017     1959
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი“ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პირველმა ვიცე- პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ. ცერემონიალს დაესწრნენ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი, მედიცინის სფეროსა და საპარტნიორო ფონდის შვილობილი „ კლინიკების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენლები.

ახალი ტექნოლოგიური სისტემის, Evolution-ის დანერგვის თაობაზე სამედიცინო პროგრამის პრეზენტაცია Citi consultings it inovations - ის დირექტორმა ოთარ ხვიჩიამ გამართა. კრიო აბლაციის მიღწევების შესახებ კი ინფორმაცია დამსრე საზოგადოებას არითმიის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებულმა არითმოლოგმა ზვიად მათოშვილმა მიაწოდა. არითმიის მართვის ცენტრი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და ოფიციალურ სტუმრებს ცენტარალური საუნივერსიტეტო კლინიკოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ და არითმიის მართვის ცენტრის ხელმძრვანელმა ზვიად მათოშვილმა დაათვაიერებინეს.

არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი“ ამიერკავკასიაში ერთადერთია, სადაც შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის არითმიების მკურნალობა; აბლაციის და ოპერაციის ჩატარება. არითმიების კრიო აბლაცია ამიერკავკასიაში პირველად სწორედ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა.

„მედიცინა არის სფერო, რომელიც ყველა ქვეყანაში განვითარებული უნდა იყოს. ჯანდაცვის სექტორში სიახლეების დანერგვით საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანა გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში იფუნქციონირებს კიდევ ერთი უმაღლესი სტანდარტების კლინიკა და ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა აღარ მოუწევთ. არითმიების კრიო აბლაცია მსოფლიოში კარგად ცნობილი, ეფექტური და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. ნიშანდობლივია, რომ კრიოაბლაცია საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება”, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ

საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია შემდეგი საავადმყოფოები:

  1. აკადემიკოს შპს “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” (ე.წ. რესპუბლიკური დაავადმყოფო);
  2. სს “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” (ე.წ. ონკოლოგიური საავადმყოფო);
  3. შპს “თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო”

სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კლინიკები განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ფონდს მფლობელობაში 2015 წლის ბოლოს გადმოეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42