ნაფიცმა მსაჯულებმა ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს
მსოფლიო - 17:49, 29 Jun, 2017     3195
მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს.

ხუთივე ბრალდებული - ზაურ დადაევი, ანზორ გუბაშევი, შადიდ გუბაშევი, ტემირლან ესკერხანოვი და ჰაზმატ ბახაევი - ორგანიზებული დანაშაულისთვის დამნაშავედ სცნეს.

კითხვაზე - „დასტურდება თუ არა, რომ გუბაშევების, ბახაევისა და ესკერხანობის ( და კიდევ ერთი პირის მიერ, რომელიც გარდაიცვალა) მიერ დაგეგმილი ქმედება (მკვლელობა), დადაევმა განახორციელა“ , 12 ნაფიცი მსაჯულიდან 10-მა დადებითი პასუხი გასცა.

განაჩენის თანახმად, ზაურ დადაევმა , 2015 წლის 27 თებრვალს , ბორის ნემცემს მინიმუმ 6-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ორგანიზებული მკლველობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო ვესლან შავანოვის წინააღმდეგაც, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პირებს ეხმარებოდა, მათ შორის იარაღის შეძენაში. შავანოვი, 2015 წლის 7 მარტს, მიდი დაპატიმრების მცდელობისას დაიღუპა.

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა, დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ წინასწარ გამზადებულ ჩვენებაზე ხელის მოწერა აიძულეს.

გამოძიების თანახმად, 2015 წლის 27 თებერვალს, დილით 11 საათიდან საღამომდე დადაევი, გუბაშევი და შავანოვი ნემცოვს უთვალთვალებდნენ.

„დაახლოებით, საღამოს 10 საათისთვის, როდესაც ნემცოვი მის მეგობარ ანა დურიცკაიასთან ერთად წითელ მოედანზე გამოვიდა, შავანოვმა და გუბაშვემა დადაევს სიგნალი მისცეს. 23 საათსა და 31 წუთზე კი დადაევმა ნემცოვის მიმართულებით 6 გასროლა განახორციელა“ - ნათქვამია დასკვნაში.

რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42