"ოცნება" ჩიხშია! - "ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუ არა, მას ხალხი გაიყვანს თამაშიდან"
პოზიცია - 17:40, 29 Jun, 2017     11184
„ქართული ოცნება" ჩიხშია! როცა მმართველ პოლიტიკურ ძალას თავი ქუდში ეგონა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ცდილობდა, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, აეროპორტშივე საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით "დამწუხრებული და იმედგაცრუებულია".


ჯანი ბუკიკიოს პოლიტიკური გზავნილი არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც მმართველ პოლიტიკურ ელიტას შეხვდა. მეტიც, ევროპელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ "ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ხდება."

"სამწუხაროდ კრიზისში ხართ“ - აღნიშნავს ბუკიკიო.

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომ მმართველი გუნდის ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ „ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ არის," მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტიკური და საექსპერტო წრეებისთვის, ერთადერთი ვინც თავის მართლებაშია და ისრების ოპოზიციისკენ გადატანას ცდილობს, "ქართული ოცნებაა". ("ბუკიკიო დარწმუნდება რომ ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია"- მდინარაძე).

ზოგოერთმა მათგანმა ისიც კი მიანიშნა, რომ "ვენეციის კომისია არავის უდგენს, როგორი საარჩევნო და პოლიტიკური სისტემა გვქონდეს".

ოპოზიციაში და მესამე სექტორში კი ამბობენ, რომ ჯანი ბუკიკიოს განცხადებები, შექმნილი ვითარების ადექვატურია.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელის შეფასებით, ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ვენეციის კომისიაც მოატყუა.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ განხილვებისა და კომისიის დასკვნის შემდეგ, კონსტიტუციის ტექსტი სრულად შეცვალა.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი კი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის იმიჯის გამოყენება სცადა, რითაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინტერესები დაზიანდა.

"ნიუპოსტი" ექსპერტ გია ხუხაშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო პროცესი სრულ ფიასკომდე მიიყვანა.

სპეციალისტი უმრავლესობის ქმედებებს ბავშვობას და პოლიტიკური ინფანტილიზმის გამოვლინებას უწოდებს.

"ქვეყნის მთავარ დოკუმენტს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი სჭირდება და ამაზე ხაზგასმა ვენეციის კომისიის მხრიდან დღეს არ დაწყებულა. თუმცა ხელისუფლებამ, როგორც ჩვევია ამ რეკომენდაციებს ინფანტილურად შეხედა და აბსოლუტურად საწინააღმდეგო პროცესი დაიწყო. ოცნებამ თვითიზოლაციის გზა აირჩია, მას არა თუ კონსენსუსზე არ უზრუნია, პირიქით, მან ყველა არსებული ხიდები დაწვა. უარი თქვა, როგორც პოლიტიკურ პარტნიორებთან, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ ძალებთან საუბარზე. მან ვერცერთი სოციალური ჯგუფი ვერ იპოვა ვისთანაც მცირე ხიდს მაინც გადებდა. ეს არის პოლიტიკური ინფანტილიზმის გამოვლინება. როგორც ბავშვებს ჰგონიათ, რომ მათ ირგვლივ ტრიალებს სამყარო და ჰგონიათ, რომ მათ ჭკუაზე უნდა იაროს ყველამ. სწორედ ასეთი დამოკიდებულებით იმოქმედა ხელისუფლებამ თვეების განმავლობაში და საკონსტიტუციო პროცესი აბსოლუტურ ფიასკომდე მიიყვანა"- აღნიშნა ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, ნორმალურ ვითარებაში საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ.

"პოლიტიკაში ინფანტილიზმი დასჯადია. პოლიტიკური სიმწიფიდან გამომდინარე, იმ ადამიანებმა, რომლებსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მიჰყავდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მათი სახლებში წასვლა იქნებოდა სწორი, ეს პროფესიული პოლიტიკა იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლებაში ასეთი პოლიტიკოსები არ არიან, შესაბამისად ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, ისინი ხალხს სხვა მეთოდებით გაჰყავს თამაშიდან. ამ ადამიანებისთვის ჯობია, რომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღონ, თუ რა თქმა უნდა თვითგადარჩენის ინსტიქტი კიდევ შერჩენიათ"- თქვა ექსპერტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42