პოლიციის ცნობით, წყვილმა გადაწყვიტა ვიდეო გადაეღო, რომელშიც პერესს რუიზისთვის იარაღი უნდა ესროლა, თუმცა ლულა სქელ წიგნზე უნდა ყოფილიყო მიბჯენილი, იმ ვარაუდით, რომ წიგნი ტყვიას შეაკავებდა.
ექსპერიმენტისთვის მათ სქელყდიანი ენციკლოპედია და მსხვილკალიბრიანი იარაღი Desert Eagle გამოყენეს.
ვიდეოს გადასაღებად წყვილმა ოთახში ორი კამერა დაამონტაჟა. გასროლის მოწმეები დაახლოებით 30 მეზობელი და 3 წლის ბავშვი გახდნენ, რომლებიც ამ მოქმედების შესრულებას აკვირდებოდნენ.
როდესაც პერესმა გაისროლა, ტყვიამ წიგნი გაგლიჯა და რიუზუს მკერდში მოხვდა. გოგონამ მაშინვე 911-ში დარეკა, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე , მონალიზამ თვითერზე დაწერა, რომ ისინი ძალიან სახიფათო ვიდეოს გადაღებას აპირებდნენ, რომელიც პედროს იდეა იყო.
პოლიციაში გოგონამ განაცხდა, რომ პედროს თქმით, მსგავსი ილეთი მას ადრეც ჩაუტარებია და აჩვენა კიდეც სხვა წიგნის მეშვეობით, რომელმაც ტყვია დაიჭირა.
მონალიზა პერესს, რომელიც 7 თვის ორსულია, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ან 20 000 დოლარის ოდენის ჯარიმის გადახდა ემუქრება.
სასამართლო სხდომამდე გოგონა 7 000 დოლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლეს. ის სასამართლოს წინაშე 5 ივლისს წარსდგება.
მასალის გამოყენების პირობები






