უახლესი კონდიციონერი სამსუნგისგან, მსოფლიოში პირველი Wind-FreeTM ტექნოლოგიით
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:57, 29 Jun, 2017     5059



ზაფხულის ხსენებას ან გაფიქრებას მაშინვე მოჰყვება შვებულების, არდადეგების, ხმაურიანი სანაპიროს თუ მშვიდი და გრილი მთების ასოციაციები. რეალურად კი ამ დიდებული სეზონის უმეტესი ნაწილის გატარება მაინც სახლსა და სამსახურში გვიწევს.

სამსუნგმა მსოფლიოში პირველი Wind-FreeTM ტექნოლოგიის ოთახის კონდიციონერი შექმნა, რომელიც შინ დარჩენილებს ცხელი ზაფხულის უფრო სასიამოვნოდ გატარებაში დაგვეხმარება.

Wind-FreeTM კონდიციონერის უნიკალურობა მის 21 ათას მიკრო ნასვრეტში იმალება, საიდანაც გრილი ჰაერი რბილად იფანტება ოთახში და შესაბამისად, სახლში აღარავინ წუხდება უსიამოვნო გრილი ორპირითა თუ ცივი ქარის დაბერვის ეფექტით. მოკლედ, ჩართავ Wind-FreeTM კონდიციონერს და თან გრილად იქნები და თან კომფორტულად.

ასეთ კონდიციონერებს კომფორტული გაგრილების ორსაფეხურიანი სისტემა აქვთ. პირველი საფეხური ოთახში ტემპერატურის სწრაფად დაწევას უზრუნველყოფს. სასურველი სიგრილის მიღწევის შემდეგ კი შეგიძლიათ თქვენი კონდიციონერი ეფექტურ Wind-FreeTM რეჟიმზე გადართოთ და შეინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურა დისკომფორტის გარეშე.

ამ სისტემის კონდიციონერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსია მათი ენერგოეფექტურობა. ელექტროენერგიის ქვითარი მოულოდნელად მცირე გადასახადით თუ გაგაკვირვებთ, იცოდეთ, რომ ეს მსოფლიოში ასევე პირველი ციფრული 8-პოლუსიანი POWERboost ტექნოლოგიის ინვერტორის დამსახურებაა. ის მცირე დროში ახერხებს კომპრესორის მაქსიმალური სიჩქარის მიღწევას და შესაბამისად, ენერგომოხმარებაც ჩვეულებრივ კონდიციონერებთან შედარებით გაცილებით მცირეა. Wind-FreeTM ტექნოლოგიის კონდიციონერს სასურველი ტემპერატურის მისაღწევად და შესანარჩუნებლად ჩვეულებრივი კონდიციონერის მიერ მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 68% სჭირდება. Wind-FreeTM კონდიციონერი ხშირად არ ირთვება და ითიშება, ამიტომ ნაკლებად ხმაურიანი, გამძლე და ეფექტურია.

Wind-FreeTM ტექნოლოგიის კონდიციონერები მათთვის იქნება საინტერესო, ვისთვისაც ოთახში ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვანია. სამსუნგის ახალი კონდიციონერების ულტრაგანიერიP2.5 ფილტრები ოთახში ცირკულირებულ ჰაერს წმენდენ და ჩვენც მუდმივად სუფთა ჰაერს შევისუნთქავთ.

ძილის ხარისხი ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. კომპანიაში ბევრი იფიქრეს ძილის დროს გაგრილებაზეც და მრავალი ექსპერიმენტის შედეგად, ჩაძინებისთვის, ღრმა ძილისთვის და გაღვიძებისთვის იდეალური ტემპერატურები დაადგინეს. შესაბამისად, Wind-FreeTM სისტემის კონდიციონერი თქვენი ძილის ხარისხზეც ზრუნავს, რადგან თქვენ და თქვენს პატარებს დისკომფორტის გარეშე გძინავთ სასურველ ტემპერატურაში.

Wind-FreeTM კონდიციონერებს ჩვენი ჭკვიანი დროის შესაბამისი კიდევ ერთი სარგებელი აქვს - მისი რეჟიმიც და ტემპერატურაც ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ სმარტფონის Smart Home აპლიკაციიდან აკონტროლოთ.

Wind-FreeTM სისტემის უახლესი კონდიციონერის შეძენა საქართველოში სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებშია შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42