როგორც ბიბისი იტყობინება, არალეგალების რიცხვის ზრდის გამო, ქვეყანაში საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება.
პირვე რიგში, საქმე ეხება უცხო ქვეყნების იმ სამაშველო გემებს, რომლებიც იტალიის სანაპირო დაცვასთან ერთად იმ მიგრანტების გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც ლიბიიდან იტალიაში მოხვედრას ცდილობენ, რა დროსაც ხშირად იღუპებიან.
ხშირად, გემები, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ, ჰუმანიტარულ ორგანიზაცებს ეკუთვნით და სხავდასხვა ქვეყნის დროშების ქვეშ დაცურავენ.
ევროკავშირში იტალიის წარმომადგენლის, მაურიციო მასსარის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში საუბარია, რომ ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება და პრობლემასთან გასამკლავებლად იტალიას სხვა ქვეყნების დახმარებაც დასჭრდება.
2017 წლის დასაწყისიდან იტალიაში 73 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ეს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით, 14 პროცენტით მეტია.
მასალის გამოყენების პირობები






