საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო იმყოფება, რომელმაც არაერთი მკაცრი განცხადება გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით. ბუკიკიოს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ფართო კონსენსუსი ამ მნიშვნელოვან ტექსტთან დაკავშირებით.
"სამწუხარო იქნება თუ პოლიტიკური ძალები საქართველოში ვერ შეძლებენ კომპრომისის გამონახვას საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ფართო კონსენსუსი ამ მნიშვნელოვან ტექსტთან დაკავშირებით. გავაგრძელებთ კონსულტაციებს უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან, რომ ვუბიძგო მათ გონივრული კომპრომისის გამონახვისკენ. კონსტიტუციას, რომელიც დამტკიცებულია, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, არ გააჩნია სრული ლეგიტიმაცია, სწორედ ამიტომ მსურს ფართო კონსენსუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის," - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
ჯანი ბუკიკიო უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებს.
მასალის გამოყენების პირობები






