თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი პაკისტანელი ექიმი ხართ მოდელის გარეგნობით.
საქმე იმაშია, რომ 26 წლის ექიმმა რეჰან მუნირმა, რომელმაც უნივერსიტეტი დაამთავრა და კურსების გავლას ნიუ-იორკში გეგმავს, საცხოვრებელი ადგილის მოძებნა ფეისბუკით გადაწყვიტა.
მუნირმა ერთრთ ჯგუფში დაპოსტა, რომ 20 ივლისიდან 30 აგვისტომდე ნიუ იორკში საცხოვრებელს ეძებდა, რომელშიც მაქსიმუმ 800 დოლარს გადაიხდიდა და მცირე ინფორმაციას , მისი რამდენიმე ფოტოც დაურთო. როგორც ჩანს ფოტოებმა გაამართლა.

მუნირის პოსტს სოციალურ ქსელებში დიდი გახმომაურება მოჰყვა.
განსაკუთრებით ქალები აქტიურობდნენ, რომლებიც მუნირისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.
„ეს არფერ შუაშია, მაგრამ... შენ არაჩვეულებრივი ხარ“ - წერს ერთერთი იუზერი.
„ ჩემზე იქორწინებთ“ - კითხულობს მეორე.
„ძალიან მომხიბლავია. ნეტა, ოთახი მქონდეს, რომ მივაქირავო...“
როგორც მუნირი აცხადებს, მსგავს გამოხმაურებას ვერც წარმოიდგენდა. ისიც აღიარა , რომ მისი გული თავისუფალია, თუმცა დასძინა რომ მთლიანად კარიერაზეა ორიენტირებული.
რაც შეეხება საცხოვრებელს, ჯერჯერობით უცნობია, რა არჩევანი გააკეთა პაკისტანელმა ექიმმა.






მასალის გამოყენების პირობები






