პუტინის გინებისთვის დაჯარიმებულმა, მინისტრს, მისი შემგინებლის დასჯა მოსთხოვა
საზოგადოება - 21:25, 18 Jun, 2013     1214

"დროა" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის სახეცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს აპროტესტებდნენ. ლევან ყიფიანის ინიციატივით, აქციის მონაწილეები სამინისტროში შეხვედრაზე მიიწვიეს. მათ პირადად მინისტრი და რამდენიმე სხვა თანამშრომელი შეხვდნენ, თუმცა, საუბარი ხმაურის ფონზე წარიმართა.


როგორც შეხვედრაზე მყოფი "ნიუპოსტის" ჟურნალისტი იტყობინება, "თავისუფალი ზონის" ერთერთმა წევრმა, გოგოხიამ სამინისტროს თანამშრომლისგან შენიშვნა დაიმსახურა ხმამაღალი საუბრის გამო, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგოხიამ შენიშვნა უსაფუძვლოდ ჩათვალა, თანამშრომელმა მას შეაგინა. გოგოხიამ, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გინების გამო დაჯარიმდა, ლევან ყიფიანს მიმართა: "მე რომ დავჯარიმდი პუტინის გინების გამო, ეს კაცი რატომ არ ჯარიმდება?", რასაც მინისტრის რეაქცია მოჰყვა, რომ სამინისტროს თანამშრომელი აუცილებლად დაისჯებოდა, რის შემდეგაც თანამშრომელი დაცვამ გაიყვანა დარბაზიდან.


ლევან ყიფიანმა განაცხადა, არსებობს იმის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში არსებული ინვენტარი დღემდე დასაწყობებული და ხელუხლებელია. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მასალა დაინტერესებულ მხარეებს მოთხოვნის შესაბამისად გადაეცემათ. მინისტრმა ახალგაზრდებს ასევე მოუწოდა, წარმოადგინონ პატრიოტული სიმბოლიკის მქონე ინვენტარის განადგურების ფაქტები და რეაგირებას ამ შემთხვევაში მოახდენს. "თუმცა ამგვარი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს", - აღნიშნა ლევან ყიფიანმა, რასაც ახალგაზრდების პასუხი მოჰყვა: "ჩვენ გვაქვს ვიდეომასალა და მას წარმოგიდგენთ, თქვენ კი პირობა დადეთ, რომ ვიდეომასალის ნახვის შემდეგ პასუხისმგებლობას აიღებთ და გადადგებით", რაზეც ლევან ყიფიანმა უპასუხა, რომ ის არაფერ შუაშია, რადგან მაისურებისა და კეპების დაწვის ბრძანება არ გაუცია.


საბოლოოდ, საუბარი ახალგაზრდების დემარშით დასრულდა: მათ სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვეს, მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია დაასრულეს.


"ნიუპოსტის" ინფორმაციით, საპროტესტო აქცია, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პარალელურად, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მიმდებარედაც ტარდებოდა.


ორგანიზაციების: "დროა" და "თავისუფალი ზონა" წევრები მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნიუს.ჯი"-სა და "აფხაზეთის ხმის" ერთობლივ "პრესკლუბში მე-17 სართულზე" 22:00 საათზე ბრიფინგს გამართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42