ფორმულაში x არის წლოვანება, როდესაც მამაკაცი მზადაა ხელი და გული თხოვოს ქალს. N– ქორწინებისთვის მიჩნეული ზღვრული ასაკი. P–ასაკი, როდესაც პირველად გაჩნდა ოჯახის შექმნის სურვილი.
იმისთვის, რომ გაარკვიო, როდის გთხოვს რჩეული თანხმობას გვირგვინის დადგმაზე, საჭიროა, დელიკატურად დაუსვა კითხვა, როდის დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ნორმალური ადამიანისთვის ოჯახის შექმნა აუცილებლობაა. ზუსტად ამ ასაკს შეესაბამება ფორმულაში – P, N – ეს ის ასაკია, რომელიც ოჯახის შექმნის ზღვრულ წლოვანებად მიაჩნია საქმროს.
თუ თქვენი რჩეული მიღებულ ასაკზე უფროსია, შეიძლება ელოდოთ ორ ვარიანტს: ან საერთოდ არ გთხოვთ ხელს, ან ამაზე ცოტა მოგვიანებით იფიქრებს.
თუკი თქვენ თვითონ ჯერ არ გიფიქრიათ ოჯახის შექმნაზე, მაშინ ფორმულაში თქვენი ასაკი ჩასვით.
ვინც ქორწინებაზე 18 წლის ასაკიდან ფიქრობს, სავარაუდოდ, მმაჩის ბიუროში 20 წლის და 6 თვის ასაკში გაემართება, ხოლო ვინც სერიოზულად 25 წლის ასაკში დაფიქრდება, მენდელსონის მარშის მოსმენა 28 წლის და 7 თვის ასაკში მოუწევს.
თუმცა ასე ავსტრალიელი მეცნიერები ფიქრობენ. არადა, ფორმულები და განტოლებები ადამიანის ცხოვრებას რომ ვერ ასახავს და ვერ აირეკლავს, ეს ყველასთვის უდავო ჭეშმარიტებაა.
თანაც, ზემოხსენებული მეცნიერები ე.წ. ფორსმაჟორულ სიტუაციას არ გამორიცხავენ და ეს ფორსმაჟორული სიტუაცია, მათი დაშვებით, სიყვარულია. სიყვარული, რომელიც ამ ფორმულაში თურმე არ ჯდება.
მასალის გამოყენების პირობები






