შვედი მსახიობი მაიკლ ნიკვისტი, რომელიც ცნობილია მთავარი როლისთვის ფილმში „გოგონა დრაკონის ტატუთი“ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვარსკვლავს ერთი წლის წინ ფილტვის კიბო დაუდგინდა. იგი ამ დროის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა ყოველივე ფატალურად დასრულდა.
ვარსკვლავი სტოკჰოლმში გარდაიცვალა.
„გოგონა დრაკონის ტატუთი“ კინოეკრანებზე 2009 წელს გამოჩნდა, ფილმი შვედური ტრილერი გახლავთ. ფილმში მთავარ როლებს მაიკლ ნიკვისტი და ნოუმი რაპასი თამაშობენ. ფილმს მოგებული აქვს BAFTA საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
2011 წელს შეიქმნა ფილმის რიმეიქი იმავე ნოველაზე იგივე სახელწოდებით. ამერიკული ფსიქოლოგიური დრამის რეჟისორი დევიდ ფინჩერი გახლავთ. ფილმში მთავარ როლებს დენიელ კრეიგი და რუნი მარა თამაშობენ.
ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის 84-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე ოსკარი აიღო, საუკეთესო მონტაჟის ნომინაციაში. ნომინირებული იყო 6 კატეგორიაში.


მასალის გამოყენების პირობები






