ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, სახელმწიფო ტელევიზის პირდაპირ ეთერში გამოდიოდა.
მადურომ, რომლის წინააღმდეგაც ბოლო რამდენიმე თვეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ვერტმფრენი კარაკასში მდებარე „ლა კარლოტას“ სამხედრო ბაზიდან, ყოფილმა პოლიციელმა გაიტაცა.
„გატაცების ორგანიზატორი მიგელ როდრიგეს პერესია. ის პოლიციის ინსპექტორია, მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და ეჭვმიტანილია აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან კავშირში“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგვიანებით, პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა ოსკარ პერესმა, ინსტაგრამზე იდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ "სამხედრო პირების, პოლიციისა და მოქალაქეების კოალიცია" გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები






