როგორც ბულვარული გამოცემა The Sun იტყობინება, წყვილი Glastonbury-ის ფესტივალზე შენიშნეს.
“ ისინი ხელჩაკიდებულები იყვნენ და ერთმანეთს თვალს ვერ აცილებდნენ” -წერს გამოცემა.
ბრედ პიტი რომ ფესტივალზე ნამდვილად იმყოფებოდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს, რომელზეც ბრედ პიტი, ბრედლი კუპერთან და ნოელ გალაგერთან ერთად არის დაფიქსირებული.


53 წლის ბრედ პიტისა და 35 წლის მსახიობის, სიენა მილერის „სერიოზული ფლირტის“ შესახებ პირველად Pagesix-მა დაწერა.
გამოცემა წერდა, რომ მსახიობებმა ფილმის „დაკარგული ქალაქი Z” პრემიერის შემდეგ საღამო ერთად გაატარეს და ერთმანეთის კამპანიაში, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ.
„პიტი და მილერი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც შეყვარებული წყვილი" - ამბობს წყარო გამოცემასთან საუბრისას.
ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემეგ, მედია ბრედ პიტის პირად ცხოვრებაში არსებული სიახლეების შესახებ რამდენჯერმე ალაპარაკდა, თუმცა ცნობები ჭორი აღმოჩნდა.
მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სკანდალური განქორინების შესახებ ცნობილი 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა.
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო.
გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა.
თუმცა, FBI-მ და ბავშვთა და ოჯახის საკითხებზე ლოს ანჯელესის სოციალურმა დეპარტამენტმა გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და მსახიობის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმების თანახმად, ბავშვები დედასთან იცხოვრებენ, პიტი კი მათ ”თერაპევტული ვიზიტებით” ეწვევა.
გავრცელებული ცნობით, ბრედპიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






