მაისის თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა
საზოგადოება - 16:56, 18 Jun, 2013     620

"მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 74 ათასი ტონა, რაც 6 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს (68 ათასი ტონა). მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 28.1 ათასი ტონა, რაც 1.4 ათასი ტონით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45.9 ათასი ტონა, რაც 5 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.


2013 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 295.9 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის იმპორტმა შეადგინა 130.8 ათასი ტონა და დიზელის საწვავის იმპორტმა - 165.1 ათასი ტონა. გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით ბენზინის იმპორტი შემცირდა 4.5 ათასი ტონით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი - 0.3 ათასი ტონით.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, მ/წლის მაისის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა: A-91 რეგულარის ტიპის ბენზინი - 16.6 ათასი ტონა, A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 11.0 ათასი ტონა, A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 0.5 ათასი ტონა.


ქვეყნების მიხედვით მ/წლის მაისის თვეში A-91 მარკის ბენზინის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან (7.2 ათასი ტონა), შემდეგ მოდიან: ბულგარეთი (5.4 ათასი ტონა), აზერბაიჯანი (2.1 ათასი ტონა), თურქმენეთი (1.9 ათასი ტონა); A-95 მარკის ბენზინის საწვავის იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან (5.6 ათასი ტონა), ბულგარეთიდან (4 ათასი ტონა), იტალიიდან (1.4 ათასი ტონა); A-98 მარკის ბენზინის საწვავის იმპორტი განხორციელდა საბერძნეთიდან (5.2 ათასი ტონა).


რაც შეეხება დიზელის საწვავს, მ/წლის მაისის თვეში 50 პპმ დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუმინეთიდან (6.8 ათასი ტონა), შემდეგ მოდიან: ბულგარეთი (4.3 ათასი ტონა), საბერძნეთი (0.6 ათასი ტონა), რუსეთი (0.1 ათასი ტონა). ლ-62 დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან (20.4 ათასი ტონა), რუსეთიდან (12.6 ათასი ტონა), საბერძნეთიდან (0.6 ათასი ტონა), ისრაელიდან (0.2 ათასი ტონა).


იმპორტის ზრდა წინა თვესთან შედარებით საკმაოდ პოზიტიურია, რაც პირდაპირ კავშირშია ბოლო პერიოდში ეკონომიკის გააქტიურებასთან. უნდა აღვნიშნოთ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე აქტიური სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტების შემდგომი გაფართოება, კიდევ უფრო გაზრდის საწვავის მოხმარებას. ასევე დაწყებულია ზაფხულის პერიოდი, როდესაც ტრადიციულად ნავთობპროდუქტების მოხმარება ყოველთვის მაღალია.


აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, რაც დღეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42