ქალიშვილის ავადმყოფობით შეძრწუნებულმა მამამ შვილს წინასწარ საფლავი მოუმზადა - „შეეგუოს, რათა სიკვდილის არ შეეშინდეს“
ეს საინტერესოა - 17:13, 27 Jun, 2017     58216

ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში, სასოწარკვეთილმა მამამ, მძიმე სენით დაავადებულ მცირეწლოვან ქალიშვილს წინასწარ საფლავი მოუმზადა, „რათა შეეგუოს და მას სიკვდილის არ შეეშინდეს“, ამის შესახებ „დეილიმეილი“ წერს.

სიშუანის პროვინციის მკვიდრი, ფერმერი ჰანგ ლიონგი მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს იშურებს. გოგონა სისხლის მძიმე ანომალიით დაიბადა.

მამა აცხადებს, რომ მას ორი წლის ქალიშვილი წინასწარ მომზადებულ საფლავთან მიჰყავს, სადაც ისინი ერთად თამაშობენ.

ერთ-ერთი გამომცემლობის მიერ შექმნილი სიუჟეტი, საკმაოდ მძიმე ინფორმაციას და კადრებს გვაწვდის. სიუჟეტში ცანს, თუ როგორ არიან საფლავში წამოწოლილნი მამა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი. გოგონას მძიმე დიაგნოზი ორი თვის ასაკში დაუსვეს. ოჯახს ამ ეტალზე არარავიტარი სახსარი არ გააჩნია, რათა განაგრძოს შვილის მკურნალობა.

„ჩვენ ბევრი ფული ვისესხეთ, მაგრამ ახლა უკვე აღარავითარი გზა აღარ გვრჩება“, - ამბობს გოგონას მამა.

წყვილმა მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტა, რათა იგი გოგონას დონორი ყოფილიყო, თუმცა დაორსულების შემდეგ გაიგეს, რომ მსგავის მეთოდით მათი ქალიშვილის მკურნალობა შეუძლებელი იყო.

„ჩვენ კუთხეში ვართ მიმწყვდეული. არავითარი გზა აღარ არსებობს“, - ამბობს გოგონას დედა.

მშობლებმა გადაწყვიტეს მკურნალობაზე უარი თქვან და შვილი „სიკვდილისთვის მოამზადონ“ - წერს „დეილიმეილი“.

„მე მხოლოდ ამ იდეას ვებღაუჭები - მოვიყვანო ამ ადგილზე და ვათამაშო. ეს არის ადგილი, სადაც იგი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს. ერთადერთი რაც შემიძლია, მას აქ ყოველდღიურად ვესტუმრო და მარტო არ დავტოვო“, - ამბობს მამა.

მშობლები იმედოვნებენ, რომ მათ შვილს არ შეეშინდება უკანასკნელ წუთებში, როდესაც მომენტი დადგება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42