კანადელმა მეცნიერებმა უძილობის ტვინის მოქმედებაზე გავლენის დასადგენად, ყველაზე მასშტაბური კვლევის ჩატარება გადაწყვიტეს.
დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მკვლევარები, მსოფლიოს მასშტაბით მოუწოდებენ მოხალისეებს, შემეცნებითი ონლაინ ტესტი შეავსონ, შედეგების გაანალიზების შემდეგ კი დასკვნაც დაიდება.
ედრაიან ოუენი, კვლევის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ძილის საჭიროების ხანგრძლივობა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, თუმცა მოხალისებიის დახმარებით, საშუალო სტატისტიკის დადგენა შესაძლებელი იქნება, რათა გაირკვეს, რამდენსაათიანი ძილია საჭირო ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის.
ამავდროულად, სპეციალურად შემუშავებულო კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, მსურველებს შეუძლიათ შეაფასონ თავიანთი ლოგიკიური , გადაწყვეტილების მიღებიდა და ენის გაგების უნარები.
თანამედროვე ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, ადამიანმა ძილისთვის განკუთვნილი დრო კიდევ უფრო შეამცირა. ძილის ქრონიკული უკმარისობა კი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენი ტვინების მუშაობაზე. ოენის თქმით, მასშტაბური კვლევის ჩატარება , ტვინის ფუნქციონირებაზე უძილობის ნეგატიური გავლენის აღმოსაფრქველად გადაწყდა.
მასალის გამოყენების პირობები






