კანადის, იორკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ამ დრომდე ამოუხსნელ ფენომენს ახსნა მოუძებნა.
თეთრი ღამეების დროს, ცა იმდენად ნათელია, რომ ადამიანებს შორ მანძილზე არსებული ობიექტების თავისუფლად დანახვა შეუძლიათ. თეთრი ღამეები ჩრდილოეთ განედებისთვის არის დამახასიათებელი, ზაფხულის დასაწყისიდან მზებუდობის მომენტებისას და მის შემდეგ. ამ დროს ღამეს ნისლი წარმოადგენს. თუმცა, ზოგჯერ, ეს ფენომენი გაცილებით სამხრეთითაც დაფიქსირდა, რამაც მეცნიერებს საიდუმლოს ამოხსნა კიდევ უფრო გაურთულა.
მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემების შესწავლის შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი მოვლენის მიზეზს ატმოსფერული ტალღები წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს ერწყმიან კონკრეტულ ადგილებში. ეს აძლიერებს მიმოფანტულ, სუსტ სინათლის სხივებს, ასევე მწვანე ნათებასაც, რომელსაც ჟანგბადის ის მოლეკულები ასხივებე, რომლებიც მზის სხივების გახლეჩის შედეგად, კვლავ ერთიანდებიან. შედეგად, ღამის ნათება, ჩვეულებრივზე 10-ჯერ უფრო ნათელია და დღის სინათლის შთაბეჭდილებას ქმნის.
კვლევა Phys.org-ზე გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები






