,,იქ არიან არაპროფესიონალები, რომლებიც ასე წყვეტენ შემოქმედი კაცის ბედს", - განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ.
რეჟისორი ასევე მოითხოვს, რომ შესწავლილ იქნას ჟიურის წევრთა კომპეტენტურობის საკითხი, ასევე გადაიხედოს კინოცენტრის კონკურსის შეფასების კრიტერიუმები, საჯარო გახდეს მეორე ტურში გადასული ყველა ლიტერატურული სცენარი.
,,შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ კინოცენტრის ფინანსური საქმიანობა, გაბათილდეს სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის შედეგები, გათავისუფლდნენ კინოცენტრიდან არაპროფესიონალი კადრები და სახელმწიფო პრიორიტეტად მიჩნეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი პრიორიტეტული გახდეს ქართულ კინემატოგრაფიაში", - განაცხადა კინორეჟისორმა.
ლევან ანჯაფარიძის განცხადებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ორ დღეში კულტურის სამინსიტროში მისი საკითხი კომისიის განხილვის საგანი იქნება. მისივე თქმით, იგი "დიდი იმედის თვალით უყურებს" კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიასა და მის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს.
ლევან ანჯაფარიძე არის რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა "ბუდე", "ორმაგი სახე", "არის ასეთი ქვეყანა" და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები






