უწმინდესმა ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმინდელის ღვაწლის შესახებ იქადაგა, რომლის ხსენების დღეც დღეს აღინიშნება.
"ასეთი რჩეული იყო მამა იოანე-თორნიკე - ყოფილი მხედართმთავარი საქართველოს ჯარისა. და აი ამ მხედართმთავარმა გადაწყვიტა წასულიყო ათონის მთაზე და მიეღო ბერობა. ამ დროს ბარდა სკლიაროსმა, რომელიც იყო ბიძა კონსტანტინეპოლის მეფისა, მოინდომა კონსტანტინეპოლის სამეფო ტახტის უფლებების ხელში ჩაგდება. დედოფალმა და მეფემ მიმართეს ქართველ ბერებს დახმარებისათვის; და ბერებმა გამოყვეს იოანე თორნიკყოფილი(ერისთავი); იგი ჩამოვიდა საქართველოში და წაიყვანა ჯარი და ფაქტიურად გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია.
დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ მისი ხსენების დღეს; მისი ლოცვით, მისი ვედრებით ღმერთმა დალოცოს და გაანთავისუფლოს ხილული და უხილავი მტრებისაგან საქართველო და საქართველოს ეკლესია," - აღნიშნა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები