თურქეთის ხელისუფლებამ მეცხრე კლასის სასკოლო პროგრამებიდან დარვინის "ევოლუციის თეორია" ამოიღო. მათი განცხადებით, ეს საკითხი წინააღმდეგობრივი და საკამათოა, რის გამოც მოსწავლეებს მისი გაგება ძალიან უჭირთ.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია."ეს ფარისევლობა და ფანატიზმია. როგორ აპირებენ ისინი ბავშვებისათვის ბიოლოგიის სწავლებას? რას ეტყვიან მეცნიერების შესახებ?"
ამ საკითხის განსახილველად ფორუმებზე სპეციალური თემებიც შეიქმნა.
"ეს თეორია ერთერთი წამყვანია დღევანდელ მეცნიერებაში. უბრალოდ შეუძლებელია ახსნა ის თუ რატომ არის "ევოლუციის თეორია" ბავშვებისთვის გაუგებარი?" - წერს ერთერთი ბლოგერი.
თუმცა, არსებობენ ისეთი ინტერნეტმომხმარებლებიც, რომელიც ამ თეორიის აკრძალვას მიესალმებიან. მათი ძირითადი არგუმენტი რელიგიურ ხასიათს ატარებს, ხოლო ზოგი აცხადებს, რომ მისი წინაპარი შეუძლებელია მაიმუნი ყოფილიყო.
მასალის გამოყენების პირობები






