საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი ამოქმედება 2018 წლიდან არის ნავარუდები, თუმცა კანონის გარკვეული მუხლები ინტერნეტპროვაიდერების უკმაყოფილებას იწვევს.
კანონპროექტის თანახმად, მასალის ავტორის მიმართვის საფუძველზე, არალეგალური ან მითვისებული კონტენტის ინტერნეტ სივრციდან ჩახსნის ვალდებულება სწორედ სერვის პროვაიდერს ეკისრრება, ამასთან, საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვავში, ავტორს უფლება ექნება სასამართლოში სარჩელი სწორედ სერვისპროვაიდერის წინააღმდეგ შეიტანოს და კანონით გათვალისწინებული ჯარიმებიც სწორედ პროვაიდერს დაეკისრება.
ინტერნეტპროვაიდერები აცხადენ, რომ მათ მხოლოდ გამტარის ფუნქცია აკისრიათ და არა კონკრეტული ვებგვერდიდან სხვადასხვა მასალის ჩახსნა.
ზოგადად, სფეროს წარმომადგენლები კანონმდებლობის შემუშავებას დადებითად აფასებენ, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობა მიდის საკითხზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება ისე, რომ არცერთი მხარის ინტერესი არ დაზიანდეს.
მასალის გამოყენების პირობები






