თურქი ბიზნესმენი ომარ სარი ვანო ჩხარტიშვილს მისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 13:14, 18 Jun, 2013     728


"პრომეტკო ჯორჯია" და "ჯეესკო" არის კომპანიები, რომელთა კუთვნილი თანხა, 3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი, ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებულმა კომპანიამ, შპს "სონატა ალიანს ჯორჯიამ" მიითვისა, რაშიც უშუალოდ იყო ჩართული ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ლევან ჯღარკავა. 2003 წელს გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი ფოთის პორტის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნავმისადგომების გრძელვადიანი იჯარით გაცემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კომპანიებმა "პრომეტკო ჯორჯიამ" და "ჯეესკომ", სადაც ომერ სარი 5-5%-იან წილებს ფლობდა. ამ კომპანიებმა შეძლეს ტენდერში გამარჯვება და დაიწყეს ტერმინალების მართვა.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს, ბატონ ომერს აცნობეს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ყველა პარტნიორს უნდა დაეთმო თავისი წილის ნახევარი, რომელიც უნდა გადაეფორმებინათ "კოპოლა ვენჩურს ლიმიტედზე", სამაგიეროდ კი კომპანიას საიჯარო ვადას და ტვირთბრუნვას გაუზრდიდნენ. ასევე იყო შეთანხმება, რომ კომპანიები თანაბარი პირობებით უნდა ემართა ყველა პარტნიორს. ბატონი ომერი ამ წინადადებას არ დათანხმდა, მაგრამ დათანხმდნენ კომპანიის ქართველი და სხვა უცხოელი პარტნიორები. მოგვიანებით "კოპოლა ვენჩურს ლიმიტედმა" წინასწარი შეთანხმებით დადგენილი პირობების უმრავლესობა დაარღვია და ეტაპობრივად თავისი წილი 50%-იდან 66%-მდე გაზარდა, რის შემდეგაც ის ერთპიროვნულად მართავდა კომპანიებს.

 

აქვე დავაზუსტებთ, რომ "კოპოლა ვენჩურს ლიმიტედი" იყო ბადრი პატარკაციშვილის კომპანია. პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ თვეში, 2008 წლის 10 მარტს, "კოპელა" ჩაანაცვლა "სონატა ალიანს ჯორჯიამ". ეს გახლდათ ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანია, რომელიც, მის მიერვე დანიშნული დირექტორის, ლევან ჯღარკავას მეშვეობით ერთპიროვნულად განკარგავდა ორივე კომპანიის "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს" ფინანსებს. აუდიტორული დასკვნით, რომელიც "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოში" ბატონი ომერის მოთხოვნით დაინიშნა, აღმოჩნდა, რომ ლევან ჯღარკავას მიერ მილიონები იყო გატანილი საქვეანგარიშოდ და ფიქტიურ კონტრაქტებზე. 2010 წელს, როდესაც ვანო ჩხარტიშვილს წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა, არაბულმა კომპანიამ "რაკიამ", რომელიც იმ დროს ფოთის პორტის მენეჯმენტში იყო ჩართული, ცალმხრივად შეუწყვიტა კონტრაქტები "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს".

 

ანუ ბატონი ომერი ბიზნესის გარეშე დარჩა, ხოლო ლევან ჯღარკავამ კომპანიაც დატოვა და საქართველოც. როგორც ავღნიშნეთ ჯღარკავა იყო ვანო ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო "სონატა ალიანს ჯორჯია" მასთან ასოცირებული კომპანია",- აცხადებს კომპანიის ქართველი წარმომადგენელი.

 

ბიზნესმენის ომარ სარის განცხადებით , საქმის გამოძიების მოთხოვნით, მან უკვე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42