ამ დროის განმავლობაში, მისმა სატირულმა კარიკატურებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა .
წლების განმავლობაში, მრავალი ვერსია არსებობდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მხატვარი, რომელსაც პოლიტიკურ, კულტურულ თუ ეთიკურ თემებზე სატირული ნამუშევრების შექმნა, ასე პროფესიონალურად გამოსდიოდა.
მუსიკოსმა - DJ გოლდიმ კი შემთხვევით მხატვრის სახელი გაამხილა.
რამაც, ანინიმი მხატვრის ნამდვილი ვინაობის ერთერთი ვერსია კიდევ უფრო ლეგიტიმური გახადა.
საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს გავრცელებული ვერსიით, ბენქსი , ჯგუფ Massive Attack-ის ერთერთი დამაარსებელი და წევრი, რობერტ დელ ნაია. გოლდიმ კი ინტერვიუში, სწორედ სახელი რობერტი ახსენა.
"დავხატოთ გრაფიტის ასოები (ე.წ Bubble Letters) რომელიმე მაისურზე და ქვემოთ Banksy მივაწეროთ - ეს მაისური ელვის სისწრაფით გაიყიდება. ეს არ ნიშნავს, რომ რობერტის შემოქმედებას არ ვცემ პატივს, მე ვფიქრობ, რომ ის არაჩვეულებრივი ხელოვანია, რომელმაც ხელოვნება თავდაყირა დააყენა“ - განაცხადა DJ გოლდიმ.












მასალის გამოყენების პირობები






