ამის შესახებ წერს სანდრო ბრეგაძე და კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციის მიზეზებზე საუბრობს.
ბრეგაძის თქმით, სანამ ნაცმოძრაობა პარლამენტის ერთადერთი ოპოზიციური ძალა იქნება, მანამ სამართლიანობის აღდგენის ყველა აქტზე უარესი რეაქციები იქნება დასავლეთის მხრიდან, რისი ლოგიკური ბოლოც საერთაშორისო იზოლაცია იქცევა.
,,სამწუხაროდ არ ისაზღვრება უმთავრესი საკითხი, რომელიც აუცილებლად გასარკვევი და დასადგენია - რამ გამოიწვია და მისცა საშუალება ნაციონალური მოძრაობის ლობისტებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისთვის მიეღებინებინათ უპრეცედენტოდ საშინელი რეზოლუცია, რომელშიც ფაქტობრივად დადასტურებულად აღიარებულია პოლიტპატიმრების არსებობა , საქართველოში დემოკრატიის არარსებობა, აგრეთვე პირდაპირი მინიშნებაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე!?
ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს საგარეო უწყებაში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ სიღრმისეულ პოლიტიკურ ანალიზს და გარკვევას იმისა თუ სად იქნა დაშვებული უსერიოზულესი შეცდომა, რამაც ბიძგი მისცა და მწვანე აუნთო საქართველოს მთავრობისთვის საერთაშორისო ბოიკოტზე მინიშნებას.
ორი აზრი არ არსებობს, რომ საგარეო უწყება და დიპლომატიური კორპუსი ფაქტობრივად კასტრირებულია და ის იმდენად უმოქმედო თუ რეგრესულ ორგანოდ არის ქცეული, რომ მისი ესეთი სახით არსებობა უკვე სრული ანომალიაა, მაგრამ მიუხედავად საგარეო უწყების ფაქტობრივი არარსებობისა ეს მაინც არ არის უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია კრახი საგარეო ასპარეზზე. მთავარი და უმნიშვნელოვანესი გახლავთ ის უსერიოზულესი შეცდომა, რომელიც (მინდა მჯეროდეს რომ უნებლიედ) დაუშვა საქართველოს პარლამენტის ახალმა ხელმძღვანელობამ და რომელიც მდგომარეობს შემდეგში - ახალი ხელისუფლების გარკვეულმა შტომ დაიწყო საუბარი ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნებაზე და ნაციონალური მოძრაობა გამოაცხადა ერთადერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად ანუ იმის მაგივრად, რომ ეზრუნათ ნაცმოძრაობის დამნაშავე ძალად გამოცხადებაზე, ფაქტიურად ხელისუფლების საპარლამენტო ხელმძღვანელობის მცდელობით დეკლარირებულად დასავლეთისთვის დამნაშავე ძალა იქცა პოლიტიკურ ძალად.
მერწმუნეთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს (სხვათაშორის თვით ნაციონალებმა 2003 წელს შევარდნაძის დამნაშავე ძალა დეკლარირებულად დამნაშავეთ გამოაცხადეს, დაშალეს და ამიტომაც გაუადვილდათ დამნაშავე ჩინოვნიკების პასუხისგებაში მიცემა) ამიტომ ლოგიკურია,რომ ახალი ხელისუფლების ლიდერების მიერ პოლიტიკურ და ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დამნაშავის გამოცხადებას მოყვა ადექვატური პასუხი - თუ აღიარებ რომ ნაცმოძრაობა არაა დამნაშავე ორგანიზაცია და არის პოლიტიკური ოპოზიცია, მაშინ არადამნაშავე ძალის ლიდერის დაკავება ცალსახად პოლიტიკურ ელფერს იძენს დასავლეთში. არ ვიცი როგორ, მაგრამ ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრად ქცევას სერიოზული "ნიჭი" უფრო სწორედ უნიჭობა ჭირდებოდა, საოცარია როგორ უნდა მოახერხო, რომ ავაზაკები, კაცისმკვლელები და სადისტები უსამართლოდ დაპატიმრებულებად გამოაცხადებინო დასავლეთს.
კიდევ კარგი უსუფაშვილი და ფანჯიკიძე არ იღებდნენ მონაწილეობას ნიურბერგის პროცესში ბრალმდებლებად ,თორემ გერინგს, ბორმანს და ჰიმლერს პოლიტპატიმრებად გამოაცხადებდნენ, ხოლო ბატონი უსუფაშვილი ევროპული დემოკრატიის მთავარ ამოცანად ფაშისტური პარტიის გადარჩენას დასახავდა.
საბედისწერო შეცდომა ნათელია, ესაა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ-ოპოზიციურ ძალად ქცევა, რამაც სერიოზული ფორა მიცა ნაციონალებს საერთაშორისო ასპარეზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - როდესაც ნაცმოძრაობას ოპოზიციურ ძალად აცხადებ და მისი გადარჩენა დემოკრატიის უმთავრესი ამოცანა გგონია, მაშინ ამ პარტიის გენერალური მდივნის დაკავებას დასავლეთი აუცილებლად პოლიტიკურ ანგარისწორებად აღიქვამს.
შესაძლოა ბევრი შემეკამათოს და მითხრას, რომ მთელი დასავლეთი სააკაშვილის შეგნებული მომხრეა, მაგრამ ჯერ ერთი ეს ესე არაა და მეორე, გინდაც ესე იყოს, შენ არ უნდა მისცე ლოგიკური არგუმენტები იმისათვის, რომ დამნაშავე სინდისის პატიმრად შერაცხონ და ამის გამო საერთაშორისო იზოლაციით დაგემუქრონ.
რეზიუმეს სახით შეიძლება ესეთი ანალიზი გაკეთდეს - კონგრესის საშინელი რეზოლუცია საგარეო უწყების კატასტროფის, ნაციონალური მოძრაობის ძლიერი ლობისტების დამსახურებაა, მაგრამ უმთავრეს ფაქტორად იქცა (იმედია შეუგნებელი) უდიდესი პოლიტიკური შეცდომა,როდესაც დამნაშავე ნაცმოძრაობა ერთადერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად გამოცხადდა პარლამენტის ხელმძღვანელობის მიერ!!!!!!!!
მერწმუნეთ - სანამ ნაცმოძრაობა პარლამენტის ერთადერთი ოპოზიციური ძალა იქნება და სანამ მისი გადარჩენა დემოკრატიად იქნება დეკლარირებული, მანამ სამართლიანობის აღდგენის ყველა აქტზე (დაკავებაზე,პასუხისგებაში მიცემაზე) უარესი რეაქციები იქნება დასავლეთის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რისი ლოგიკური ბოლოც საერთაშორისო იზოლაცია იქცევა!!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე.
მასალის გამოყენების პირობები






