მსოფლიოს ახალი ვირუსი ელოდება?! - ჯანმრთელობისთვის საშიში ზონების რუკა ცნობილია
მსოფლიო - 17:26, 23 Jun, 2017     37082
მსოფლიოს სახიფათო ზონების რუკის მიხედვით, სამხრეთ ამერიკა პოტენციური ვირუსების კერაა, რომელმაც შესაძლოა მთელ მსოფლიოს შეუქმნას საფრთხე.


როგორც BBC იტყობინება, ნიუ იორკის ეკოჰოლდინგის ალიანსმა შეისწავლა თუ რა გავლენა აქვს ძუძუმწოვრებსა და მათ ვირუსებს ადამიანებზე.

დადგინდა, რომ ღამურები გაცილებით დიდ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრები.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მოპოვებული ცოდნა შეიძლება მომავალში გამოიყენონ ებოლას, აივ და გრიპის ვირუსების თავიდან ასაცილებლად.

როგორც BBC წერს, შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთმა ვირუსმა დიდი ნახტომი განიცადა და ცხოველებიდან პირდაპირ ადამიანებზე გადავიდა - მსოფლიოში ყველაფერ ფართოდ გავრცელებული ვირუსი ებოლა პირველად ღამურებს აღმოაჩნდათ, აივ ინფექციაც შიმპანზეებიდან წამოვიდა.

მკვლევარებს რთული გამოწვევა ჰქონდათ - დაედგინათ, საიდან შეიძლება წამოვიდეს შემდეგი საფრთხე.

ისინი 586 ვირუსს აკვირდებოდნენ, რომელიც 754 სახეობის ძუძუმწოვარშია გავრცელებული. აქედან 187 ინფექცია ზოონოზურია - ვირუსი, რომელიც ვრცელდება როგორც ადამიანებზე, ასევე სხვა ძუძუმწოვრებზე.

მათ იცოდნენ, რომ ზოგიერთი სახეობა დეტალურად იყო შესწავლილი, ზოგი კი ფრაქტიკულად იგნორირებული. ამიტომაც მათ გამოიყენეს ის ინფორმაცია, რომელიც უკვე არსებობდა და სიცარიელის შევსებას შეუდგნენ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, რომლის თანახმად გამოვლინდა 17 ზოონოზური სახეობის ინფექცია ღამურებში და 10 ინფექცია სხვადასხვა სახეობის პრიმატსა და მღრღნელში.

მიღებული მონაცემების შედეგად, მეცნიერთა ჯგუფმა შეადგინა რუკა, რომელზეც ჯანმრთელობისათვის საშიში ზონებია დატანილი.

​მღრღნელების მიერ გავრცელებული დაავადებები კვლავ გლობალურია, თუმცა მათი უმეტესობა სამხრეთ ამერიკაშია კონცენტრირებული.

პრიმატების მიერ გავრცელებული ვირუსები ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია თავმოყრილი.

​როგორც ერთერთმა მკვლევარმა, კევინ ოლივერმა ბიბისისთან განაცხადა, ღამურების მეშვეობით ვირუსების მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელების საფრთხე, დიდია.

მკვლევარები იმედოვნებე, რომ მათი რუკები მსოფლიოს ახალი ვირუსების შესაძლო გავრცელებისთვის შეამზადებს.

„ჩვენი მესიჯი იმაში მდგომარეობს, რომ ეს დაავადებები გარემოზე ადამიანის ზემოქმედების შედეგია. ჩვენი პასუხი კი ველურ ბუნებასთან კონტაქტის მინიმალიზებაა, მათ შორის ნადირობის შემცირების“ - აცხადებს მკვლევარი.

​კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, ჯეიმს ლოიდ-სმიტის განცხადებით, კი „მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ვირუსი ზოონოზურია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროება.

„პროგნოზებების გათვალისწინება იმისთვის არის საჭირო, რომ საკვლევი პრიორიტეტები განისაზღვროს და ვირუსულ საფრთხესთან საბრძოლველად ძალისხმევა გაიზარდოს, და არა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“ - აცხადევს მეცნიერი.

​მკვლევარების შემდეგი პროექტი ფრინველების შესწავლას ითვალისწინებს, რათა გამოვლინდეს ის ვირუსები, რომელიც მათი მეშვეობით ვრცელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42