„სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონის პრემიერა შესაძლოა, 2019 წლამდე გადაიდოს.
ამის შესახებ ყოველკვირეულ გამოცემა Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში, HBO-ს პროგრამების მენეჯერმა ქეისი ბლოიმ განაცხადა. მისი თქმით, მერვე სეზონის სცენარი ჯერ დაწერილი არ არის, ამიტომაც ბოლო სეზონი 2018 ან 2019 წელს გამოვა.
როგორც სერიალის შემქმნელები გვამცნობენ, ყველაზე რეიტინგული ბოლო, მერვე სეზონი იქნება, რომლითაც GOT-ის გადაღებები დასრულდება.
მანამ კი, სერიალის მაყურებლები მე-7 სეზონის მოლოდინში არიან.
GOT-ის მე-7 სეზონის პირველი სერია 2017 წლის 16 ივლისს გამოვა.მართალია, ახალ სეზონში 10-ის ნაცვლად 7 სერია იქნება, თუმცა სერიალის შემქმნელები აცხადებენ, რომ მე-7 სეზონში ყველაზე გრძელი სერიები იქნება. HBO-მ მეშვიდე სეზონის კიდევ ერთი ტრეილერიც გამოაქვეყნა.
მე-7 სეზონის ეპიზოდების გამოსვლის თარიღები ასეთია :
ეპიზოდი 1 - 16 ივლისი
ეპიზოდი 2 - 23 ივლისი
ეპიზოდი 3 - 30 ივლისი
ეპიზოდი 4 - 6 აგვისტო
ეპიზოდი 5 - 13 აგვიტო
ეპიზოდი 6 - 20 აგვისტო
ეპიზოდი 7 - 27 აგვისტო
ცნობილია, რომ ახალ სეზონში ახალი პერსონაჟი მაგიკოს მარვინი გამოჩნდება, რომლის როლშიც ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი ჯიმ ბროუდბენტია. ეპიზოდურ როლში გამოჩნდება მომღერალი ედ შირანიც.
Game of Thrones -ის მეექვსე სეზონის ბოლო სერია განსაკუთრებით საინტერესო იყო, რომელიც სერსეი ლანისტერის ტრიუმფალური აღზევებით დასრულდა. მე-10 სერიაში ასევე ყველაზე დიდი საიდუმლოს აეხადა ფარდა და დადასტურდა , რომ ჯონ სნოუ ნედ სტარკის ბასტარდი არ არის. ბრანის ნიჭის წყალობით გაირკვა და დადასტურდა, რომ ჯონი ნედის დის, ლიანასა და რაეგერ ტარგარიანის შვილია.
ვინტერფელში ველოდებოთ არიას დაბრუნებასაც. ეჭვგარეშეა, მეშვიდე სეზონი ძალიან საინტრესო იქნება.
ცნობილია ისიც, რომ სერიალის დასრულების შემდეგ, HBO "სამეფო კარის თამაშების" ოთხ ახალ სპინოფს გადაიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






