განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:42, 23 Jun, 2017     1761

კომპანია „m² უძრავი ქონების“ დაფინანსებით სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ნინო ბერძულმა და ზაზა სოფრომაძემ, m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა პიერ ფერიმ და USAID-ის სოციალური განვითარებისა და განათლების მიმართულების ხელმძღავნელმა თამარ სირბილაძემ საძირკველში კაფსულის ჩაგდებით აღნიშნეს.

აღნიშნული მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შეიქმნას მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებები, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ აპირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება.

აღნიშნული საოჯახო ტიპის სახლი დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე 7 ბავშვი იცხოვრებს.

„m2-სთვის დიდი პატივია ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობა. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადაპტირებული გარემოს შექმნაა. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. არსებობს განსაკუთრებული საჭიროებები და ჩვენ, ყველამ ერთად - სახელმწიფომ, კერძო და არასამთავრობო სექტორებმა ყველა ამ საკითხზე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

„სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე გავხსენით ერთი ასეთი ტიპის დაწესებულება ქუთაისში, სადაც თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლიდან რამდენიმე ბავშვი გადავიდა ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად. ამ მცირე საოჯახო სახლის აშენება საშუალებას მოგვცემს დამატებით რამდენიმე ბავშვი გადავიყვანოთ დიდი ინსტიტუციიდან ისეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის საუკეთესო პირობები იქნება. იმედი გვაქვს, კერძო სექტორი კიდევ უფრო დაინტერესდება მსგავსი ინიციატივებით და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დაეხმარება ასეთ მოწყვლად ჯგუფებს“ - აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მათთვის არ არის ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები, განათლება, ბევრი ჯერ კიდევ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა და დიდი ზომის ბავშვთა სახლში ცხოვრობს“ - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი პიერ ფერი. „ჩვენ მივესალმებით ბიზნეს სექტორის, კონკრეტულად m2-ის მხარდაჭერას სპეციალიზებული მომსახურებების განვითარების საქმეში. გაეროს ბავშვთა ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად ეხმარება საქართველოს მთავრობას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინკლუზიაში“.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს შშმ ბავშვთა ინტეგრირებასა და ინკლუზიას. 2017 წლის მარტის თვეში საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, შრომის, ჯანდაცვისა, და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მხარი დაუჭერა ქუთაისის სპეციალიზებული მომსახურების გახსნას. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მეორე ასეთი მომსახურების შექმნას თბილისში. სპეციალიზებული მომსახურებები შშმ ბავშვებს განვითარებისა და ინტეგრირების მეტ შესაძლებლობებს შესძენს“ - აცხადებს USAID-ის სოციალური განვითარებისა და განათლების მიმართულების ხელმძღავნელმა თამარ სირბილაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42