მორიგი დარტყმა - ტრამპი პუტინთან შეხვედრაზე უარს ამბობს
მსოფლიო - 14:35, 23 Jun, 2017     9079

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის საკითხი, რომელიც სავარაუდოდ ივლისში უნდა გამართულიყო, ჯერჯერობით "ჰაერშია ჩამოკიდებული".

როგორც ცნობილია, G20-ის მორიგი შეხვედრა ჰამბურგში, ივლისში უნდა გაიმართოს. სავარაუდოდ სწორედ აქ იგეგმებოდა პუტინისა და ტრამპის შეხვედრა, თუმცა ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ამის შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის, რასაც პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვიც ადასტურებს.

მისი განცხადებით, მოსკოვში ამ მიმართულებით არანაირი მზადება მიმდინარეობს და ჰამბურგში ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა არ შედგება.

"პუტინი და ტრამპი მონაწილეობას მიიღებენ G20-ის შეხვედრაში, შესაბამისად, შესაძლოა ისინი გადაიკვეთონ და შედგეს მათი საუბარი, თუმცა, ეს არ იქნება მომზადებული შეხვედრა, რადგან მასზე შეთანხმება არ არსებობს," - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვი მზადაა ამ შეხვედრისთვის და თუ რამე შეფერხებაა ამ მიმართულებით, ეს ამერიკული მხარის პოზიციის გამო ხდება.

"ტრამპის ადმინისტრაციასთან ახალი კონტაქტებისა და ურთიერთმოქმედების პერიოდი ჯერჯერობით უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯებით არ გამოირჩევა," - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მოსკოვი ამ შეფერხებას აშშ-ს შიდაპოლიტიკურ პროცესებს აბრალებს. მათი აზრით, აშშ-ში გარკვეული წრეები ცდილობენ რუსეთის ფაქტორი გარკვეულ კონტექსტში გამოიყენონ.

თავად ლავროვი აშშ-ში რუსოფობიის გაძლიერებაზე საუბრობს. მისი სიტყვებით, სანქცირებულ პირთა თუ ორგანიზაციათა ახალი სია. რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აშშ-ში და კანონპროექტი, რომელიც სანქციების რეჟიმის განკაცრებას ეხება, ხელოვნურად არის მიბმული უკრაინის საკითხთან და მასში ღიმილს იწვევს.

თუმცა, საეჭვოა რუსეთში ვინმეს სანქციებზე ეღიმებოდეს. ისინი ძლიერ დარტყმას აყენებს ეკონომიკას და განსაკუთრებით პუტინის გარემოცვის შემოსავლებს.

შეგახსენებთ, რომ არჩევის შემდეგ ტრამპს ორი სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა პუტინთან, მათგან უკანასკნელი მაისში გაიმართა. თუმცა, როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, ამას ურთიერთობებში პროგრესი არ მოჰყოლია. პუტინმა ტრამპს მარტში ფინეთში შეხვედრაც შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, აშშ-სა და რუსეთს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა. წინამორბედი ობამასგან განსხვავებით, ტრამპი გაცილებით შეუვალ პოზიციას იკავებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42