ტერეზა მეი მზად არის, ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს მუდმივი ბინადრობის სტატუსი მიანიჭოს
მსოფლიო - 11:00, 23 Jun, 2017     1474
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ, ევროკავშირის ლიდერებთან შეხევდრისას მზადრყოფნა გამოთქვა, ევროკავშირის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდნენ, ბრექითის შემდეგ მუდმივი ბინადრობის სტატუსი მიანიჭოს.


დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ეს სტატუსი მათ უფლებას მისცემს იცხოვრონ და ისარგებლონ საზოგადოებრივი, განათლების, ჯანდაცვის სერვისებით, ასევე სოციალური შეღავათებით.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა დროიდან დაიწყება 5-წლიანი ცხოვრების ათვლა.

ტერეზა მეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუკი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბრიტანეთის მოქალაქეებს იგივე უფლებები ექნებათ.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.

რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლისაბონის 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ ოფიციალურ წერილს ხელი 29 მარტს მოაწერა, რითაც ბრექსითი ოფიციალურად დაიწყო.

დიდი ბრიტანეთი ევროგაერთიანებას საბოლოოდ, სავარაუდოდ, 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42