ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:15, 23 Jun, 2017     1321
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. კამპანიას ლიბერთი ბანკი შეუერთდა, რომელიც, მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ჯილდოს ფინალისტებს, მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის პროგრამებში გამოვლენილ წლის მასწავლებლებსა და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს დაასაჩუქრებს. ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე მესამე წელია, რაც აქტიურად არის ჩართული მასწავლებლის მსოფლიო დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, მიმდინარე წელს, კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ - ნაწილია. პროექტი მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

კამპანია 31 მაისიდან დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გასტანს. მასწავლებლებისთვის უკვე გამოცხადებულია რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი, რომლის ფარგლებში, 2017 წლის 20 სექტემბერს ცნობილი გახდება 5 ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“ და ახლა უკვე ლიბერთი ბანკიც.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.tprize.ge და შეავსონ განაცხადი. განაცხადის შევსება შესაძლებელია 14 ივლისის ჩათვლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42