ნაცრისფერი თვალები
ქალებს, რომლებსაც ნაცრისფერი თვალები აქვთ თმის ყველა ფერი უხდებათ, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიუანსი. ისინი უნდა მოერიდონ რადიკალურ ფერებს: მოლურჯო შავს და პლატინის ქერას. ნაცრისფერ თვალებს უხდება შოკოლადისფერის ყველა ტონალობა და ოქროსფერი.

ყავისფერი თვალები
უკუჩვენება აქვს თმის ისეთ ფერს რომელიც თვალისფერთან წინააღმდეგობაში მოდის. საუკეთესო არჩევანია წაბლისფერის ტონალობები, მუქიც და ღიაც, ასევე მოლურჯო-შავი. ქერა ტონალობებში შესაძლებელია კაპუჩინოსფერის და ღია ფერის ხის არჩევა. რეკომენდაციაა, რომ ცივ ფერებს მოერიდოთ. ყველაზე ეფექტური ვარიანტი კი წითელში გარდამავალი ჟღალი ფერია.

ცისფერი თვალი
ტაბუ ადევს თბილის ტონალობის ქერას, ასევე მოერიდეთ ჟღალ ფერს და ყინულოვან ქერას, მუქ ფერებში არჩევანი შეუზღუდავია. შავი არისტოკრატიულ იერს მოგცემთ, ყავისფერი კი გახსნილს და გულწრფელს. ყველაზე მომგებიანი მუქი ფერის თმის და ცისფერი თვალის კომბინაციაა.

მწვანე თვალები
მწვანეთვალება ქალებს არ უხდებათ მოლურჯო-შავი და პლატინის ქერა. მაგრამ უმართლებთ ჟღალ ტონალობებში: ღია სპილენძიფერი, ცეცხლოვანი წითელი, მუქი თიხისფერი. თუ უფრო მშვიდი ფერები მოგწონთ იდეალური არჩევანია მონაცრისფრო ქერა. მუქი ფერებში კი შოკოლადისფერი და კარამელისფერი.

მასალის გამოყენების პირობები






