გამხმარი ხეები და დამჭკნარი ყვავილები - იმდენად რამდენადაც მცენარეები სიცოცხლის სიმბოლოდ აღიქმება, მსგავსი სიზმრები შესაძლოა წარუმატებლობის ადნ ჯანმრთელობის პრობლემების მანიშნებელი იყოს.
ხანძარი - თუ თქვენ გესიზმრებათ უკონტროლო ხანძარი, რომელიც გარშემო ყველაფერს იპყრობს, ეს სიზმარი შესაძლოა მოსალოდნელ ფინანსურ დანაკარგებს განიშნებდეთ.
მტაცებელი- თუ თქვენ სიზმარში მტაცებელი ცხოველი დაგესხათ თავს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ფიზიკური საფრთხე გელით.
წყალი იატაკზე - უმრავლეს შემთხვევაში წყალი პოზიტიური ცვლილებების სიმბოლოა, მაგრამ სიზმარი სადაც იატაკზე დაღვრილ წყალს ხედავთ მოსალოდნელ ცრემლებზე გაფრთხილებთ.
ქარიშხალი - ეს ისეთი საფრთხის მანიშნებელია, რომლისგან თავის არიდებას ვერ შეძლებთ, მაგრამ თუ სიზმარში მოვარდნილი ქარიშხლის შემდეგ თქვენი სახლი დაუზიანებელი დარჩა,ე.ი თქვენ შეძლებთ საფრთხე თავიდან აიცილოთ.
კბილის მოძრობა - თუ თქვენ სიზმარში კბილი მოგძვრათ ეს პრობლემების მაუწყებელია. ეს შესაძლოა იყოს ავადმყოფობა ან ნეგატიური ცვლილებები, თუ კბილის მოძრობას სისხლიც ახლდა თან, ეს შესაძლოა ახლობელი ადამიანის ავადმყოფობას ან მასთან სერიოზული ჩხუბს ნიშნავდეს.
მასალის გამოყენების პირობები






