ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალი ბრალი კვლავ ე.წ. კანონიერ ქურდობას უკავშირდება. ტარიელ ფოცხვერია სასჯელს ციხის ბუნტის ორგანიზებისთვის იხდიდა, თუმცა ამჟამად მე-9 საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მკურნალი ექიმის, ზურაბ ჩიჩუას თქმით, მას ქვედა ყბის სახსრის მტკივნეული დისფუნქციის სინდრომი აღენიშნება, რის გამოც სხივური თერაპია უტარდება.
"ტარიელ ფოცხვერიას აქვს ქვედა ყბის სახსრის მტკივნეული დისფუნქციის სინდრომი. ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა. ახლა სხივური თერაპია უტარდება. როგორც კი ცოტათი მაინც გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა, გავწერთ კლინიკიდან", - აცხადებს ექიმი.
სამედიცინო დაწესებულებასთან ბადრაგი იმყოფება, რის გამოც არ გამორიცხავენ, რომ "ტარასა" საავადმყოფოდან გაწერისთანავე დააკავონ.
მასალის გამოყენების პირობები






