ამის შესახებ, პრინცმა ჟურნალ Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არის თუ არა სამეფო ოჯახში ვინმე, ვისაც მეფობა ან დედოფლობა სურს? არ მგონია“ - განაცხადა პრინცმა, რომლის მამაც, პრინცი ჩარლზი - ბრიტანეთის სამეფო ტახტის პირველი პრეტენდენტია.
თუმცა დასძინა, რომ სურვილების მიუხედავად, სამეფო ოჯახის ყველა წევრი მზად არის საკუთარი მოვალეობები შეასრულოს მაშინ, როცა ამის დრო მოვა.
ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ ის და მისი უფროსი ძმა, პრინცი უილიამი, „მეტი ადამიანის დასახმარებლად“ ბრიტანეთის მონარქიის მოდერნიზებას ცდილობენ.
ინტერვიუს დიდი ნაწილი, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ, პრინცი ჰარის მდგომარეობას ეხებოდა.
პირველად დედის გარდაცვალებით გამოწვეულ პრობლემებზე , პრინცმა პირველად 2017 წლის აპრილში, ტელეგრაფთან ისაუბრა. მაშინ განაცხადა, რომ პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ორი წლის განმავლობაში „სრულ ქაოსში“ ცხოვრობდა.
„დედა ძალიან ბევრს აკეთებდა, რომ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას გავცნობოდით, თან დავყავდით, რათა უსახლკარო ადამიანები გვენახა. მადლობა ღმერთს, მე სრულად არ ვიყავი რეალობას მოწყვეტილი. ხალხს ალბად გაუკვირდება, რომ იცოდეს, როგორი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ მე და უილიამი. მე თვითონ დავდივარ მაღაზიებში. ზოგჯერ, უახლოეს სუპერმარკეტში ხორცს ვყიდულობ ხოლმე, მართალია ვიღაც მამჩნევს და ფოტოს მიღებს, მაგრამ მინდა ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრო და თუკი შვილები მეყოლება, მინდა მათაც ასე იცხოვრონ.
და იმ შემთხვევაშიც, თუკი მეფე გავხდები, საყიდლებზე მაინც მე თვითონ წავალ“ - განაცხადა პრინცმა ჰარიმ ახალ ინტერვიუში.
როგორც ბიბისი აღნიშნავს, პრინცი ჰარის ინტერვიუს დიდი სიურპრიზი იყო , რადგან - „ პირველ რიგში, ის ხაზს უსვამს, რომ უინძორები არ მიისწრაფიან უმაღლესი სამეფო პოსტისკენ და ელისაბედ II-ის მემკვიდრეები ამას არა სურვილის, არამედ ვალდებულების გამო აკეთებენ."
აღსანიშნავია, რომ მთელი ინტერვიუს განმავლობაში, პრინც ჰარის მამა არცერთხელ არ უხსენებია.
მასალის გამოყენების პირობები






