დამთხვევა თუ საიდუმლო მესიჯი?
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ, ტრადიციულად მიმართა პარლამენტს, რითაც ახალი მოწვევის საკანონდმებლო ორგანოს პირველი სხდომა გაიხნსა. ბრიტანეთში 8 ივნისს გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც უმრავლესობა დაკარგა მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ.
ელისაბედ მეორემ მთავრობის გეგმაზე და ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე ისაუბრა. მონარქის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის დატოვების პროცესი, ქვეყნისთვის მომგებიანად უნდა წარმართოს.
1974 წლის შემდეგ, პირველად, დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სამეფო გვირგვინსა და მანტიაზე უარი თქვა.
გარდა ამისა, პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას დედოფალი ევროკავშირის დროშის ფერებში - ლურჯ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, რომელიც ყვითელი დეტალებით იყო გაფორმებული. აღნიშნულ ფერებში იყო მისი ქუდიც.
დიდი ბრიტანეთის მონარქს პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის უფლება არ აქვს, ამიტომაც ბრექსითის შესახებ დედოფლის პოზიცია უცნობია.


შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გასული წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლისაბონის 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ ოფიციალურ წერილს ხელი 29 მარტს მოაწერა, რითაც ბრექსითი ოფიციალურად დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






