Forbes Georgia-მ ქართული ბანკების რეიტინგი წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:14, 21 Jun, 2017     1780

20 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ჟურნალმა Forbes Georgia-მ, Ernst&Young-თან თანამშრომლობით საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა და კომერციული ბანკების რეიტინგები წარადგინა.

ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის საქმიანობა შეაფასა: "საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეორედ მასპინძლობს ჟურნალ Forbes Banker-ს. ეს ღონისძიება ჩვენთვისაც არის საბანკო წლის ერთგვარი შეჯამება, ამჯერად უკვე გარე თვალით დანახული და შეფასებული. ეს წელი მნიშვნელოვანია საბანკო და მთლიანად საფინანსო სექტორისთვის, დატვირთული წარმატებებით, სიახლეებითა და ახალი პროექტებით. საბანკო სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი და ამადროულად ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, ჯანსაღი, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული სფერო. სწორედ ამიტომ ყოველი წელი ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დაცუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს, გავზარდოთ გამჭვირვალობა. ამისათვის კი აუცილებელია გვქოდეს, ერთის მხრივ, ძლიერი, მომგებიანი, პროგრესული საფინანსო სისტემა, და მეორეს მხრივ, გვყავდეს გარანტირებულად დაცული და ინფორმირებული მომხმარებელი. სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან და საბანკო სექტორთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და რომელთა პოზიტიური შედეგი უახლოეს მომავალში გახდება თვალსაჩინო. დღითოდღე იზრდება უცხოელ ინვესტორთა და საფინანსო ინტიტუტების ნდობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საფინანსო სისტემის მიმართ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაუმჯობესებელია, მაგრამ წინსვლაც გვაქვს, და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია! და ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესების პროფესიულ დონეზე შეფასებისა და, გნებავთ კრიტიკისათვის, უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური ბიზნეს გამოცემების არსებობა, სამწუხაროდ - თუმცა ჟურნალ „ფორბსისთვის” საბედნიეროდ - ეს ბაზარი ჯერ კიდევ აუთვისებელია. მინდა წარმატებები ვუსურვო ჟურნალს და მის კოლექტივს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

პრეზენტაციაზე ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების რეიტინგი წარადგინა, რომლის მიხედვით "თიბისი ბანკი" ლიდერ პოზიციაზეა. 2016 წლის საბანკო სექტორის ძირითადი ტენდეციების და მოვლენების მიმოხილვა დაფუძნებულია Ernst&Young საქართველოსა და Forbes Georgia-ს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, კომერციული ბანკების მიერ მომზადებულ და გამოქვეყნებულ ანგარიშებზე, ეროვნული ბანკის საჯარო სტატისტიკის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციაზე.

Forbes Georgia მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-ეკონომიკური ჟურნალის Forbes-ის ლიცენზირებული ყოველთვიური გამოცემაა. Forbes Banker-ი გამოიცემა ყოველწლიურად, ივნისის თვეში. იგი გახლავთ Forbes Georgia-ს საგამომცემლო ბრენდის ქოლგის ქვეშ დაფუძნებული კიდევ ერთი, დარგის ანალიტიკური მხარდაჭერისთვის შექმნილი პერიოდული პროდუქტი. Forbes Banker-ი საბანკო სფეროში მიმდინარე მოვლენების გაშუქებასა და განვლილი წლის შედეგების შეჯამებას ეძღვნება. სპეცგამოცემაში წარმოდგენილნი არიან მოქმედი ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც მკითხველს 2016 წლის შედეგებსა და მათი დაქვემდებარებული ორგანიზაციების სამომავლო ხედვებს გააცნობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42