"პატრიარქი მამა გიორგის ენდობა" - დამალული წერილები და რამდენჯერმე ჩაშლილი დიალოგი - რა მოხდა საპატრიარქოში
პოზიცია - 17:02, 21 Jun, 2017     20794
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა.

40-წუთიანი აუდიენციის შემდეგ, ბრალდებულის ძმა აცხადებს, რომ - პატრიარქი გიორგი მამალაძეს ენდობა. "გვითხრა, მამა გიორგიზე ცუდი არაფერი გაუგია"- განუცხადა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟუნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა დაკავებული დეკანოზის ძმამ.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, შეხვედრის დაწყებამდე საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ საუბრის ჩაწერა იგეგმებოდა, რადგან მათ არასწორი ინფორმაცია არ გაევრცელებინათ.

შეხვედრიდან გამოსულმა მამალაძემ აღნიშნა, რომ სასულიერო პირები: დავით ჭინჭარაული, მეუფეები თეოდორე, იაკობი, ანდრია და კახაბერ გოგოტიშვილი ცდილობდნენ, პატრიარქთან მათი საუბარი შეეწყვიტათ.

„კატეგორიულად ვეუბნებოდი, რომ გაჩერებულიყო. მამა დავით ჭინჭარაული ხელსაც მადებდა და მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. საუბარი იწერებოდა. ტყუილის თქმა ჩვენ არ გვჭირდება“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

ბრალდებულის ძმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნებით ამბობს, რომ რეზონანსული საქმის ირგვლივ უწმინდესს სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებენ.

დაკავებული დეკანოზის ძმამ ილია მეორეს პოზიციაც გაახმოვანა, როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, შეხვედრისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ ის მამა გიორგის ენდობა და ეს ყველაფერი საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

„მისი საუბრის გაწყვეტასაც ცდილობდნენ. ვეუნებოდით, გვადროვეთ საუბარითქო. დაგვლოცა მოისმინა ყველაფერი. ვფიქრობ, რომ უწმინდესი სრულ ინფორმაციას არ ფლობს. საუბარში მიშლიდნენ - მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერ გოგოტიშვილი“, - აღნიშნა მამალაძემ.

„პატრიარქმა იგივე თქვა მამაოზე, რაც ადრე - მასზე ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართულიო... ილია მეორემ ასევე თქვა, რომ ის ლოცულობს იმისათვის, რომ გამოვლინდნე ის პირები, ვინც ამ საქმის უკან დგანან “ - დასძინა მან.

საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრმა ზიარების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძე ზიარებას უკვე ოთხი თვეა რაც უშედეგოდ ითხოვს.

მისი თქმით, ამ საკითხის დაყენებისას მამა დაით ჭინჭარაული კვლავ ჩაერია და თქვა - "ხვალ, ზეგ ვაზიარებთო".

"მოვითხოვეთ მამა გიორგის ზიარება, პატრიარქს სურდა რაღაცის თქმა და ჭინჭარაულმა გააწყვეტინა. უწმინდესი ჩუმად იყო, როცა გაიგო, რომ მამაო 4 თვე ითხოვდა ზიარებას. ცდილობდა მამა დავით ჭინჭარაული, რომ ეთქვა ამაზე - ხვალ ან ზეგ ვაზიარებთო. პატრიარქმა ზუსტად თქვა - ეს ყველაფერი საქართველოს დისკრედიტაციაა, მამა გიორგის ვენდობიო“, - განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, მამა დავითმა უწმინდესთან მისულ დეკანოზის ოჯახს, რომელსაც სკანდალური საქმის შესახებ უამრავი კითხვა და სათქმელი ჰქონდა, პატრიარქთან შეხვედრისას უთხრა - "აქ სასამართლო არ არისო".

"როდესაც უწმინდესი იწყებდა საუბარს ცდილობდნენ გადაეფარათ, რომ არ დაფიქსირებულიყო მისი პოზიცია, უხეში ნათქვამია, მაგრამ მას აჩერებდნენ და მისი საუბრის გადაფარვას ცდილობდნენ. მამა დავით ჭინჭარაულმა თქვა, რომ აქ არ არის სასამართლოო და ცდილობდა საქმეზე არ მესაუბრა. რაზეც ვუთხარი რომ სასამართლო არც მაშინ იყო, როდესაც პროკურატურის წარმომადგენლები მიიღეს"- აცხადებს დეკანოზის ძმა.

„ნიუპოსტი“ ასევე დაინტერესდა, მიიღო თუ არა უწმინდესმა წერილი, რომელიც ბრალდებულმა რამდენჯერმე გაუგზავნა საპატრიარქოს, რაზეც თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს წერილები ადრესატამდე არ მიდიოდა.

„წერილზე როცა ვკითხე პატრიარქს, გაკვირვებულმა შემომხედა, კითხვის დასმა უნდოდა რა წერილებზე იყო საუბარი, მაგრამ დავით ჭინჭარაულმა შემაწყვეტინა და სხვა თემით გადაფარა ჩემი კითხვა“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეხვედრას მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე იაკობი, მამა დავით ჭინჭარაული, მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა კახაბერ გოგოტიშვილი და დაცვის რამდენიმე წევრი ესწრებოდა.

მამალაძეების ბრალდებას არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმაც უპასუხა.

სასულიერო პირი კატეგორიულად უარყოფს, რომ მას პატრიარქთან შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების მიმართ კითხვები ჰქონდა. მამა დავით ჭინჭარაული ამბობს, რომ შეხვედრის ის მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ზიარების საკითხზე საუბრობდა.

ბრალდებული დეკანოზის ოჯახთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებენ საპატრიარქოში, თუმცა პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ მეუფეებზე თორნიკე მამალაძის განცხადებები მისი ინტერპრეტაციაა.

"მამა დავით ჭინჭარაული ესწრებოდა შეხვედრას, მამალაძის ოჯახს ჰქონდათ ასეთი შეკითხვა, რატომ არ შედიან სასულიერო პირები გიორგი მამალაძესთან მოსანახულებლად. მამა დავითს ორჯერ თუ სამჯერ მოუწია იმის გამეორება, რომ ის და მამა კახაბერი უახლოეს დღეებში შეძლებენ და მოინახულებენ მამა გიორგის. ეს იყო მამა დავით ჭინჭარაულის შეხვედრაში მონაწილეობის მიზეზი,"- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

საპატრიარქო აცხადებს, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსს მეუფე იაკობს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა საქმის ირგვლივ არაფერი უთქვამს. ბოტკოველი ჩანაწერის გავრცელებას არ გამორიცხავს.

"რატომღაც, თორნეკე მამალაძე მასაც ახსენებდა, თითქოს მეუფე იაკობი ერეოდა საუბარში. მოკლედ, უნდა შევეგუოთ, რომ ერთი და იგივე ფაქტის და მოვლენის მომსწრე ბევრი ადამიანი სხვადასხვაგვარად გამოიტანს ინფორმაციას. ეს მათი ინტერპრეტაციაა. სწორედ ამიტომაც ხდებოდა ჩაწერა და თუ აუცილებლობა იქნება, ჩვენ სრულ ქრონომეტრაჟს გამოვაქვეყნებთ," - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ პატრიარქთან შეხვედრისას სასულიერო პირები არ აძლევდნენ შესაძლებლობას მას ინფორმაცია მიეწოდებინა უწმინდესისთვის, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ტყუილს უწოდებს.

"თორნიკე მამალაძის განცხადება არის ტყუილი, სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა კახაბერ გოგორიშვილმა.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პატრიარქმა არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულსა და მამა კახაბერ გოგოტიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა დაავალა. სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შესაძლოა, მომავალი კვირის სამშაბათს, 27 ივნისს შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით აიყვანეს. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.

თბილისის აეროპორტში მის დაკავებას კატეგორიულად უარყოფს ბრალდებული. სასამართლოზე დეკანოზმა მამალაძემ აღნიშნა, რომ მისი დაკავება აეროპორტში არ მომხდარა.

მეტიც, მამალაძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ დაკავებისას მას ხან პატრიარქის მკვლელობის აღარებას, ხანაც სხვა სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობას სთხოვდნენ.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".

27 აპრილს კი საქმეზე პროკურატურამ თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. უწყების ცნობითვე, მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42