სამგზის ოსკაროსანი მსახიობი, დენიერ დეი ლუისი , რომელიც მისი თაობის ერთერთ ყველაზე გამოჩენილ მსახიობად ითვლება, დიდი კინოდან მიდის.
ამის შესახებ ექსკლუზიურად იტყობინება გამოცემა Variety .
გამოცემის ცნობით, ლუისი ბოლო ფილმი, პოლ ტომას ანდერსონის Phantom Thread იქნება.
როგორც Variety წერს, ლუისი კინოდან წასვლის მიზეზი უცნობია, თუმცა ფაქტი დაადასტურა მისმა აგენტმა ლესლი დარტმა.
„დენიელ ლუისი მსახიობობას აღარ გააგრძელებს. ის ძალიან მადლიერია მისი აუდიტორიისა და ყველასი, ვისთნაც უთანამშრომლია წლების განმავლობაში. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და ამ თემაზე არც ის და არც მისი წარმომადგენლები კომენტარს არ გააკეთებენ“ - ნათქვამია დარტის განცხადებაში.
დეი-ლუისი ერთადერთი მსახიობია, რომელსაც სამი „ოსკარი“ აქვს მიღებული ნომინაციაში მამაკაცის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ერთი ოსკარი სტივენ სპილბერგის „ლინკოლნისთვის“ მიიღო, მეორე „და იქნება სისხლში“ (There Will Be Blood) შესრულებული როლისთვის, მესამე კი „ჩემი მარცხენა ფეხისთვის“ (My Left Foot.), რომელშიც მწერლისა და მხატვრის როლს ასრულებს. ოსკარებზე ასევე ნომინირებული იყო “Gangs of New York“-ისა და “In the Name of the Father“-ისთვის.
60 წლის დეი-ლუისი დაქორწინებულია მწერალ და რეჟისორ რებეკა მილერზე, მათ სამი შვილი ჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები






