ავსტრალიელი სილამაზე, მსახიობი, მოდელი და მომღერალი ნიკოლ კიდმანი 50 წლის გახდა.
ნიკოლი 1967 წლის 20 ივნისს, ჰონოლულუში დაიბადა.
მისი ოჯახი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა მაშინ, როდესაც ნიკოლი 4 წლის იყო. ამჟამად მისი მშობლები სიდნეიში ცხოვრობენ. კიდმანს უმცროსი და ჰყავს - ანტონია კიდმანი. მსახიობს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ამერიკისა და ავსტრალიის.
როგორც მსახიობი იხსენებს, ის ძალიან მორცხვი ბავშვი იყო და ხანდახან ენაბლუც. არ უყვარდა დღესასწაულებზე სიარული, ასევე არ მოსწონდა ხალხმრავალ რესტორნებში შესვლა.
1984 წელს , ნიკოლის დედას დაუსვეს მკერდის კიბო დიაგნოზი, ამიტომ 17 წლის ასაკში იძულებული გახდა მიეტოვებინა სწავლა და ოჯახის დასახმარებლად მასაჟის თერაპევტად დაიწყო მუშაობა.
ნიკოლმა სამსახიობო კარიერა 1983 წელს, ავსტრალიურ ფილმებში მონაწილეობით დაიწყო. მისი დებიუტი სამსახიობო კარიერაში ამავე წელს შედგა , როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმ Bush Christmas-ში. 1983 წლის დასასრულს კი მან სატელევიზიო სერიალ Five Mile Creek -ში.

ჰოლივუდის ვარსკვლავურ ელიტაში 2001 წელს გადავიდა, როდესაც ბაზ ლურმანის ფილმში მულენ რუჟი მთავარი როლი შეასრულა და ოსკარის პირველი ნომინაცია მიიღო.
მას შემდეგ ნიკოლ კიდმანი ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია.
2003 წელს ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში The Hours ნიკოლმა „ოსკარი“ აიღო. ოსკარზე სულ 4-ჯერ იყო ნომინირებული.
1996, 2002 და 2003 წლებში „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა. ოქროს გლობუსზე ნომინირებული 10-ჯერ იყო. 2003 წელს ბაფტას გამარჯვებულიც გახდა - ნომინირებული 4-ჯერ იყო.
მსახიობი უარს ამბობს ბოტოქსსა და ყოველგვარ ქირურგიულ ჩარევაზე. აქტიურად არის დაკავებული ქვემოქმედებით.
ნიკოლი ორჯერ არის დაქორწინებული, პირველად მსახიობ ტომ კრუზზე (1990–2001 წლები) და მეორედ მომღერალ კიტ ურბანზე.

ნიკოლ კიდმანმა და ტომ კრუზმა ქორწინებისას ორი ბავშვი - გოგონა და ბიჭი იშვილეს, ხოლო ამჟამინდელ მეუღლესთან ურბანთან კი ორი ქალიშვილი. ტომ კურზს ნიკოლი 1989 წელს შეხვდა. 1990 წელს კი ისინი დაქორწინდნენ. 2001 წელს კი განქორწინების შესახებ განაცხადეს.
კიტ ურბანს ნიკოლი 2005 წელს შეხვდა. მათ 2006 წლის 25 ივნისს სიდნეიში იქორწინეს. წყვილის ქალიშვილი - როუზ კიდმან/ურბანი დაიბადა 2008 წლის 7 ივლისს ნეშვილში. 2010 წლის 28 დეკემბერს კიდმანს და ურბანს მეორე ქალიშვილი - მარგარეტა გაუჩნდათ.





მასალის გამოყენების პირობები






