აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი სტუდენტის გარდაცვალების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეას სასტიკი რეჟიმი უწოდა. სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა კი განცხადება გაავრცელა, რომლითაც პასუხისმგებლობა ფხენიანს დააკისრა და ჩრდილოეთ კორეაში დაპატიმრებული აშშ-ის სამი მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვა.
შეგახსენებთ, 22 წლის ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის პატიმრობაში 15 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, ფხენიანმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდას ოჯახის წევრები ავრცელებენ.
ოტო-ფრედერიკ უორმბირს, რომელსაც სააგიტაციო პლაკატის მოპარვის მცდელობა ედებოდა ბრალად, 15 წელი ჰქონდა მისჯილი. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა და ოჯახს ერთი კვირის წინ დაუბრუნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მშობლების თქმით, ბიჭი ნაწამები იყო.
ჩრდილოეთ კორეის სასამართლომ 21 წლის ამერიკელ სტუდენტ, ოტო ფრედერიკ უორმბიერს 15-წლიანი პატიმრობა 2016 წლის მარტში მიუსაჯა. მას „სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული" ედებოდა ბრალად.
ვირჯინიის უნივერსიტეტის, ეკონომიკის ფაკულტეტის 21 წლის სტუდენტი ჩრდილოეთ კორეაში ტურისტთა ჯგუფთან ერთად ჩავიდა. 2 იანვარს ის ფხენიანის სასტუმროდან პროპაგანდისტული პლაკატის მოპარვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
29 თებერვალს ფხენიანში, უორმბიერი პრესკონფერენციაზე გამოვიდა და დანაშაული აღიარა.








მასალის გამოყენების პირობები






