კოლუმბიის ქალაქ კატატუმბოში, ვენესუელის საზღვართან ახლოს, ორი ჰოლანდიელი ჟურნალისტი გაიტაცეს.
როგორც BBC იტყობინება, დერკ ბოლტი და მისი ოპერატორი იუჯინ ფოლენდერი კატატუმბოში გასულ კვირას გაუჩნარდნენ, სადაც რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება მომქედებს, მათ შორის ულტრამემარცხენე შეიარაღებულმა დაჯგუფება - კოლუმბიის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ. ხელისუფლების განცხადებით, ჰოლანდიის მოქალაქეები სწორედ მათ გაიტაცეს.
ჟურნალისტები, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, რამდენიმე წლის წინ ჰოლანდიაში გაშვილებული ბავშვის ბიოლოგიურ დედას ეძბდნენ, რომელიც კოლუმბიაში ცხოვრობს.
ჟურნალისტების გასათავისუფლებლად, თავდაცვის სამინისტრომ სპეცრაზმი გაგზავნა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მეამბოხეებმა ესპანელი ჟურნალისტი და რამდენიმე კოლუმბიელი გაიტაცეს, მოგვიანებით ყველა გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






