NASA-მ ასობით ახალი პლანეტა, მათ შორის დედამიწის მსგავსი 10 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა
ეს საინტერესოა - 11:59, 20 Jun, 2017     24232

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო მორიგი ახალი აღმოჩენის შესახებ იტყობინება.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ასობით პლანეტა აღმოაჩინეს.

ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფმა მისიის ახალ კატალოგი გამოაქვეყნა, რომელშიც 219 ახალი პლანეტის აღმოჩენაზეა საუბარი. მათგან 10 თითქმის დედამიწის ზომის არის, რომლებიც თავიანთ დედა-ვარსკვლავებს სასიცოცხლო ზონაში უვლიან გარს, სწორედ ამ რეგიონში, მყარ პლანეტებს თხევადი წყლის შენარჩუნება შეუძლია.

კეპლერის მისიის გაშვების პირველი წლების შემდეგ, ეს არის, მზის სისტემის მიღმა არსებული პოტენციური პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტების ყველაზე დეტალური კატალოგი . ამავდროულად, ეს არის საბოლოო კატალოგი, რომელიც კოსმოსურმა ტელესკოპმა გედის თანავარსკვლავედის კვლევისას შეადგინა.

ახალი კატალოგთან ერთად, ნასას არქივში არსებულ კატალოგებს დაემატა და დღეისთვის, კეპლერის მიერ გამოვლენილ პოტენციურ პლანეტათა რაოდენობამ 4 034-ს მიაღწია. რომელთაგან 2 335 ეგზოპლანეტად არის იდენტიფიცირებული. სასიცოცხლო ზონაში, კეპლერის მიერ დედამიწის ზომის მსგავსი 50 პოტენციური პლანეტაა აღმოჩენილი, მათგან 30-ზე მეტის ნამდვილობა უკვე შემოწმებული და დამტკიცებულია.

გარდა ამისა, კეპლერის მონაცემებით, მცირე პლანეტათა ჯგუფში ორი განსხვავებული ზომა იკვეთება. ორივე მნიშვნელოვან როლს თამაშო ბს აარამიწიერი სიცოცხლის საძიებლად.

კეპლერის საბოლოო კატალოგი, ფუნდამენტური მნიშვნელობის იქნება ჩვენი გალაქტიკის პლანეტათა გავრცელებისა და დემოგრაფიის უკეთ შესასწავლად.

“კეპლერის მონაცემები უნიკალურია, რადგან ის ერთადერთია, რომელიც დედამიწის მსგავსი პლანეტების პოპულაციას შეიცავს — პლანეტებს, რომელთაც თითქმის დედამიწის მასა აქვს და ორბიტაზე ჩვენი პლანეტის მსგავსად მოძრაობენ” - განაცხადა კეპლერის მისიის მეცნიერმა, მარიო პერესმა.

„გალაქტიკაში მათი სიხშირის განსაზღვრა დაგვეხმარება ნასას სამომავლო მისიების დაგეგმვაში დაგვეხმარება, რომლებიც შესძლებენ პირდაპირი სურათები გადაუღონ სხვა დედამიწებს“ - დასძინა პერესმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი პლანეტებზე, ვარსკვლავთა სიკაშკაშეშისინათლის უმცირესი ჩაბნელებების გამოვლენით ნადირობს, რაც მაშინ ხდება, როდესაც მის წინ პლანეტა ჩაივლის - ამ მოვლენას ტრანზიტს უწოდებენ.

აღნიშნული კატალოგი კეპლერისთვის მერვეა, რომელიც თავს უყრის მისიის პირველი ოთხი წლის მანძილზე მოპოვებულ და განახლებულ მონაცემებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მონაცემები მეცნიერებს დიდ დახმარებას გაუწევს. ის ერთგვარი გზამკვლელი იქნება,იმისგანსაზღვრისთვის, თუ როგორი პლანეტური პოპულაციისგან შედგება ჩვენი გალაქტიკის პლანეტური დემოგრაფია — დედამიწის ზომის მყარი სხეულებიდან დაწყებული, იუპიტერის ზომის გაზის გიგანტებით დამთავრებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42