,,ბევრჯერ ჩემთვის ჩუმად მიტირია… თუ გინდა პირველი იყო, მაშ იყავი ყველას მსახური” - მეუფე ისაია (ჭანტურია)
რელიგია - 00:22, 20 Jun, 2017     18701
ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაიას (ჭანტურია) ქადაგებიდან:

"არც ბავშვობა არ მქონია ლაღი და უზრუნველი. მახსოვს ბავშვი რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა ველოსიპეტი მქონოდა, მაგრამ ოჯახს მისი შეძენის საშუალება არ ჰქონდა. ბევრჯერ ჩემთვის ჩუმად მიტირია ამის გამო.

ერთხელ ჩემმა დამ მოაგროვა ფული, რომ ჩემთვის ველოსიპეტი ეყიდა, მთელი მაღაზიები მოვიარეთ, მაგრამ ვერსად ვერ ვიშოვნეთ, მაშინ ძალიან მტკივნეულად აღვიქვი ეს, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ეს ტრაგედია არ იყო.

ჩემზე ამბობენ გმირიაო, მაგრამ მე არაფერი არ გამიკეთებია. თუ აქ მყოფ მოხუც მეზობელთან ერთად უპატრონოდ დარჩენილ საქონელს ვუვლიდით და ბოსელში ვაბავდით, ეს რა გმირობაა ან რა არის ამაში განსაკუთრებული?!

როდესაც ადამიანი შინაგანად რაღაც საყრდენს პოულობს ის ყველა განსაცდელს გადალახავს. მომიტევეთ თუ ისე ვსაუბრობ თითქოს ჭეშმარიტებას ვღაღადებდე, მაგრამ ადამიანს თუ გარშემო ყველაფერი, ყოველდღიური კეთილდღეობა მოწესრიგებული აქვს, მაგრამ შინაგანი საყრდენი არ აქვს, ის მაინც გასაჭირში იქნება.

თუმცა გული მტკივა, რომ საკუთარი ძმის დაკრძალვას ვერ დავესწარი, ვერ შევძელი ჩემი ახლობელი მონაზვნის დახმარება ავადმყოფობის დროს, როდესაც სჭირდებოდა ჩემი გვერდში დგომა, თუმცა ალბათ ასე იყო საჭირო, უფალმა ხომ უკეთ იცის ყველაფერი.

მთავარია ჩვენ პირველობის სურვილი დავძლიოთ, უფალს პირველობა არ აუკრძალავს - თუ გინდა პირველი იყო, მაშ იყავი ყველას მსახური.

დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ სჭირდები შენ ადამიანებს და უფალი გაძლევს ძალას და საშუალებას მათ გვერდით იყო.

ერთი ადამიანს თუ სჭირდები და შენ მასთან ყოფნა შეგიძლია ეს უკვე გაძლევს ძალას, რომ ყველაფერი გადალახო.''





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42