მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ჩვენს მზის სისტემაში იუპიტერი უძველესი პლანეტაა.
როგორც phys.org იტყობინება, რკინის მეტეორიტებში არსებული ვოლფრამისა და მოლიბდენის შესწავლისას, გერმანიის Lawrence Livermore -ის ეროვნული ლაბორატორიისა და გერმანიის მიუნშტერინის უნივერსიტეტის პლანეტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მეტეორიტები შედგება ორი გენეტიკურად განსხვავებული ნისლეულის რეზერვუარებისგან, რომლებიც თანაარსებობდნენ, თუმცა მზის სისტემის ჩამოყალიბებიდან 1-4 მილიონი წლის შემდეგ განცალკევდნენ.
„ამ ეფექტიანი გაყოფის ყველაზე სავარაუდო მექანიზმი, იუპიტერის წარმოქმნაა, რაც ნაპრალს აჩენს დისკში (გაზისა და მტვრის ველი ვარსკვლავებიდან) და ხელს უშლის ნივთიერებათა გაცვლას ორ რეზერვუარს შორის” — ამბობს თომას კრუიჯერი, კვლევის ნაშრომის ავტორი.
„იუპიტერი მზის სისტემის უძველესი პლანეტაა და მისი მყარი ბირთვი მზის ნისლეულის მიმოფანტვამდე დიდი ხნით ადრე, კარგად ჩამოყალიბდა, რაც თანხვედრაში მოდის გიგანტური პლანეტის ფორმირებისთვის შექმნილ ბირთვის შეზრდის მოდელთან“ - დასძენს მეცნიერი.
იუპიტერი, მზის სისტემის ყველაზე მასიური პლანეტაა და მის არსებობას დიდი ეფექტი ჰქონდა მზის აკრეციული დისკის დინამიკაზე. იუპიტერის ასაკის ცოდნა საკვანძო საკითხია იმის გასაგებად, თუ როგორ შეიქმნა მზის სისტემა და როგორც მიაღწია ამჟამინდელ არქიტექტურას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მოდელი პროგნოზირებდა იუპიტერის სიძველეს, მისი ფორმირება დღემდე დათარიღებული არ ყოფილა.
„ჩვენ არ გვაქვს რაიმე ნიმუში იუპიტერიდან( განსხვავებით სხვა სხეულებისგან, მაგ: დედამიწა, მარსი, მთვარე და ასტეროიდები)” - აცხადებს კრუიკერი. „იუპიტერის ასაკის გასაგებად, ჩვენს კვლევაში, მეტეორიტების იზოტოპების ხელწერა გამოვიყენეთ.“
მკვლევართა ჯგუფმა იზოტოპიური ანალიზით შეისწავლა მეტეორიტები, რომელთაც იუპიტერის მყარი დისკი წარმოქმნეს, მზის სისტემის ისტორიის დასაწყისიდან სულ რაღაც 1 მილიონი წლის შემდეგ, რამაც ის უძველეს პლანეტად ჩამოაყალიბა.
სწრაფი ფორმირებით, იუპიტერი მოქმედებდა, როგორც ეფექტიანი ბარიერი მთელი დისკის მასშტაბით, მატერიის შიდა მიმართულებით მოძრაობის წინააღმდეგ. ეს კი შესაძლოა, ჩაითვალოს ახსნად, თუ რატომ არ არის მზის სისტემაში სუპერდედამიწის ტიპის არც ერთი პლანეტა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სულ რაღაც 1 მილიონ წელიწადში იუპიტერის ბირთვის მასამ დედამიწის მასას 20-ჯერ გადააჭარბა, მზის სისტემის წარმოქმნიდან 3-4 მილიონ წელში კი 50 დედამიწის მასას მიაღწია.
ამ დრომდე არსებული თეორიების თანახმად, იუპიტერისა და სატურნის მსგავსი გაზის გიგანტი პლანეტების ფორმირება, დედამიწაზე 10-20-ჯერ მასიური ბირთვების წარმოქმნით დაიწყო, რასაც ამ ბირთვების გარშემო გაზის აკუმულაცია მოჰყვა. შესაბამისად, დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ გაზის გიგანტთა ბირთვები მზის ნისლეულის მიმოფანტვამდეგაცილებით ადრე უნდა წარმოქმნილიყი - მზის ნისლეული ახალგაზრდა მზის გარშემო არსებული დისკი იყო, რომელიც 1-10 მილიონი წლის განმავლობაში არსებობდა მზის სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






