კასპის საჯარო სკოლის დირექტორები უშიშროებაში დაიბარეს (ვიდეო)
საზოგადოება - 16:46, 17 Jun, 2013     1190


ამის შესახებ ქარტლი.გე-ს კასპის მე-3 და მე-4 საჯარო სკოლების დირექტორებმა განუცხადეს.

 


,,შეხვედრას ნამდვილად ჰქონდა ადგილი რესურსცენტრის ხელმძღვანელის დავით ზანგურის კაბინეტში. სიმართლე გითხრათ, გვარი და სახელი ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო, ვიცი, რომ იყო უშიშროების წარმომადგენელი. შეკითხვა შეეხებოდა მხოლოდ პირად ინფორმაციას: რა განათლება მაქვს; როდის დავამთავრე უმაღლეს სასწავლებელი; რამდენი წლის მუშაობის სტაჟი მაქვს; დირექტორად არჩეული ვარ თუ მოვალეობის შემსრულებელი. აი, ეს იყო მისი კითხვები" – ამბობს კასპის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ქონიაშვილი.

მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ხითარიძე ამბობს, რომ რესურსცენტრის უფროსის მიერ დაბარება უშიშროების წარმომადგენელთან, ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში არსებულ სიტუაციას ჰგავს:


,,გვითხრა ბატონმა ზანგურმა, რომ პიროვნება მოვა, გაგესაუბრებათ. რაკი ჩვენმა უფროსმა ბატონმა ზანგურმა გვითხრა, რომ პიროვნება მოვა, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ უნდა გავსაუბრებოდით. გიორგი გერმისაშვილმა მკითხა მე პირადად, თუ როდის დავამთავრე უმაღლესი; რა დავამთავრე; რამდენი წელია ვმუშაობ და ა.შ. მინდა გითრათ, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნების შესახებ კითხვები საერთოდ არ დასმულა" – ამბობს მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი.

კასპის რესურსცენტრის უფროსი დავით ზანგური, რომელიც ხელახალა რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, qartli.ge- ს ჟურნალისტს აგრესიულად დახვდა: ,,წადი ეხლა აქედან" – იყო მისი პასუხი.

 







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42